LIVE

სტრატეგები ბიტკოინის ფასისთვის უახლოეს რისკებს ასახელებენ

27 ივნ 202115:46
3 წუთის საკითხავი
clock clock 708
სტრატეგები ბიტკოინის ფასისთვის უახლოეს რისკებს ასახელებენ
Bloomberg

სტრატეგები ბიტკოინის შემობრუნების პოტენციალს ჯერ ვერ ხედავენ. როგორც ჩანს, ციფრული მონეტა $30,000-ის დონის ზემოთ აპირებს კონსოლიდაციას.
JPMorgan-ის სტრატეგები რეკომენდაციას რისკის შემცირებას ან დაცვის მექნიზმის მიღებას უწევენ.

JPMorgan-ის გუნდის თქმით, ბლოკჩეინის მონაცემების თანახმად, კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი გაყიდვები დანაკარგების დასაფარად განხორციელდა, რაც ნიშანია რომ წყალქვეშა პოზიციები ისევ შემორჩენილია.

ბიტკოინის ფასი აპრილის $65,000-იანი რეკორდიდან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განახევრდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ჩინეთში კრიპტოვალუტის მკაცრმა რეგულაციებმა გამიწვია. პანდემიიდან გამოჯანმრთელების ფონზე, სტიმულის შემცირების პერსპექტივა შეიძლება ასევე იყოს დაბრკოლება სპეკულაციური ინვესტიციებისათვის, როგორიც კრიპტოვალუტაა.

მიუხედავად ამისა, JPMorgan-ის სტრატეგებმა ხაზი გაუსვეს სტაბილურობას ბიტკოინის ფიუჩერსების ბაზარზე, როგორც დადებით ფაქტორს. ასევე იზრდება წარმოების ხარჯების გაზრდის შესაძლებლობა, რადგან ჩინეთის რეგულაციები ბიტკოინის მოპოვების სხვა ქვეყნებში გადატანას დაეხმარება. ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ საწარმოო ზღვრული ღირებულება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიტკოინის ფასებში.

JPMorgan-ის მიხედვით, "კრიპტოვალუტის ბაზარი აჩვენებს ნიშანს, რომ ის ჯერ კიდევ არ არის ჯანმრთელი, მაგრამ იწყებს შეხორცების პროცესს".

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი, ორდღიანი ვარდნის შემდეგ, კვირას 6,5% -ით გაიზარდა და $33, 329 დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა სხვა მონეტებშიც, ეთერიუმის ფასმა 5%-ზე მეტით მოიმატა. ზოგიერთი სტრატეგი თვლის, რომ ბიტკოინისთვის $30,000 ეტაპი მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ამ დონის შემდეგ ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ფასი $20,000-მდე შემცირდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი