
კრიპტოვალუტის აქციები იზრდება. ბიტკოინი 2019 წლის შემდეგ ყველაზე დიდი თვიური მოგებისკენ მიემართება, რამაც ზოგიერთი კომპანიის აქციების გახუთმაგებული ზრდა გამოიწვია.
Marathon Patent Group, რომელმაც ბოლო ორი თვის განმავლობაში 444% –ით მოიმატა, წინასაბაზრო ვაჭრობაში კიდევ 7.6%-ით გაიზარდა. Riot Blockchain 30 ოქტომბრიდან 383%-ით გაიზარდა, ხოლო Bit Digital-მა, რომელმაც 81% –იანი ზრდა დააფისირა ბოლო პერიოდის განმავლობაში, კიდევ 15% მოიმატა წინასაბაზრო ვაჭრობაში.
წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი რეკორდულ ნიშნულს აღწევს და მისი ფასი $28,000 დოლარზე მეტია. დეკემბრის მოგებამ 40% -ზე მეტს მიაღწია, ასევე გაიზარდა სხვა კრიპტოვალუტებიც.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტინე ოვრამი