LIVE

კოსმოსური ტურიზმის კომპანია მომხმარებელს უფრო უსაფრთხო და იაფ ფრენებს სთავაზობს

27 ივნ 202112:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 1454
კოსმოსური ტურიზმის კომპანია მომხმარებელს უფრო უსაფრთხო და იაფ ფრენებს სთავაზობს
Bloomberg

ახალი კოსმოსური ტურიზმის კომპანია, Space Perspective-ი გიგანტური კოსმოსური ბუშტებით გეგმავს ერთდროულად რვა ადამიანს შესაძლებლობა მისცეს 30,6 კმ სიმაღლიდან პლანეტა დედამიწის $125,000 დოლარიანი ხედებით ისიამოვნოს. კომპანიის კოსმოსური ტურისტული ფრენების გაიყიდვა ოთხშაბათს, 23 ივნისს დაიწყო, წინასწარი კერძო გაყიდვების პერიოდის შემდეგ, რომელმაც სამი საწყისი მოგზაურობა უკვე გაყიდა. ფრენების განხორციელება 2024 წლისთვის იგეგმება.

როდესაც ხომალდი Neptune One-ი საბოლოო სახეს მიიღებს, რაც სავარაუდოდ 2023 წლის ბოლოს მოხდება, ის ახალდაბადებული კოსმოსური ტურიზმის ინდუსტრიას შეუერთდება. ცოტა ხნის წინ ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა აუქციონის წესით 11-წუთიან კოსმოსურ ფრენაზე ადგილი აუქციონით $28 მილიონად გაიყიდა. ბეზოსის ფრენა 20 ივლისს განხორციელდება.

Space Perspective მისი კონკურენტებისგან რამდენიმე ძირითადი მახასიათებლით განსხვავდება. ერთ-ერთია ის, რომ ხომალდი რეალურად არ აღწევს კოსმოსამდე. თუმცა, Neptune One მაქსიმალურ ორბიტას აღწევს, რაც ეპიკურ ხედებს ნიშნავს, მაგრამ არა ნულოვან მიზიდულობას.

შედეგი უფრო უსაფრთხო, გლუვი ფრენაა, რომელიც არ საჭიროებს ფრენის წინა ტრენინგს მგზავრებისთვის. კომპანიის დამფუძნებელი ჯეინ პოინტერი ამბობს, რომ "ეს ისეთივე მარტივი და სწორხაზოვანია, როგორც კომერციული ავიაკომპანიით ფრენა"

კოსმოსური საჰაერო ბუშტით მგზავრობა დაახლოებით ექვსი საათის განმავლობაში გაგრძელდება. გასულ კვირას ჩატარებულ საცდელ ფრენას 6 საათი და 39 წუთი დასჭირდა. ხომალდი გამთენიის წინ გაემგზავრება, რომ ორბიტის უმაღლეს წერტილში სათანადო დროს მოხვდეს და მგზავრებმა მზის ამოსვლა სტრატოსფეროდან დაინახონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკი ეკსტეინი