LIVE

აფრიკა mRNA ვაქცინების წარმოებისთვის ემზადება

26 ივნ 202118:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 782
აფრიკა mRNA ვაქცინების წარმოებისთვის ემზადება

კეიპტაუნში არსებულ ქარხანას აფრიკის კონტინენტზე mRNA ტექნოლოგიის Covid-19-ის ვაქცინების პირველი წარმოება ტექნოლოგიის გადაცემის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 თვის განმავლობაში შეუძლია დაიწყოს. 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” განცხადებით, ის Afrigen Biologics & Vaccines-სა და Biovac Institute-სთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, აფრიკაში mRNA ტექნოლოგიის გადაცემის პირველ ჰაბს ქმნის.   

ამ ეტაპზე WHO აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ პარტნიორებთან, რომლებიც სამხრეთ აფრიკის კომპანიებთან ვაქცინების წარმოებაზე იმუშავებენ, რაც საბოლოოდ მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად ვაქცინირებულ კონტინენტზე Covid-19 პანდემიის დაძლევაში დაეხმარება.

მოლაპარაკებებში ჩართულები არიან ამ ტექნოლოგიის ვაქცინების მსხვილი მწარმოებლები, თუმცა უმეტესობა მცირე ფირმებია, რომლებიც ჯერ კიდევ ვაქცინების შემუშავების ეტაპზე არიან.

“ჩვენი მიზანი საკმაოდ ამბიციურია. გვინდა, რომ ტექნოლოგიის გადაცემის ხელმოწერიდან 12 თვეში ვაქცინის პირველი კანდიდატის კლინიკური კვლევები დაიწყოს, ამ კვლევებს შეიძლება დაახლოებით სამი თვე დასჭირდეს”, ამბობს Afrigen-ის მმართველმა დირექტორმა პეტრო ტერბლანში და დასძენს, რომ ეს გეგმა იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ პარტნიორად მასში მსხვილი ფარმაცევტული კომპანია შეირჩა, პატარა კომპანიის შემთხვევაში, ვაქცინის შემუშავება მეტ დროს მოითხოვს.

WHO-ს ინიციატივის მიზანი აფრიკის მოსახლეობისთვის ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა.  

მაშინ, როცა აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა მოსახლეობის 45%-ზე მეტი სრულად აცრა, აფრიკის 1,2 მილიარდი მოსახლეობიდან სრულად ვაქცინირებულთა რიცხვი მხოლოდ 1%-ს აჭარბებს. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანტონი სგუაზინი