LIVE

Virgin Galactic Holdings-მა მომხმარებლების კოსმოსში გაყვანის ნებართვა მიიღო

26 ივნ 202117:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 591
Virgin Galactic Holdings-მა მომხმარებლების კოსმოსში გაყვანის ნებართვა მიიღო

Virgin Galactic Holdings-მა მარეგულირებლისგან მომხმარებლების კოსმოსში გაყვანის ნებართვა მიიღო. ამ ნაბიჯით მილიარდერების ახალი წამოწყება რეალობას ერთი ნაბიჯით ახლოს მიუახლოვდა, მისი აქციების ფასი კი ერთ დღეში უდიდესი ნახტომით - თითქმის 40%-ით გაიზარდა.  

Virgin Galactic-ის განცხადებით, “ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ” (FAA) განაახლა კომპანიის არსებული ლიცენზია და ახლა ის მომხმარებელთა ფრენებსაც მოიცავს. 

“ადამიანის კოსმოსში ფრენის თავგადასავლის ახალი თავი იწყება”, წერს სააგენტო და ადასტურებს, რომ მან “დაამტკიცა პირველი კომერციული ლიცენზია, რომელიც კერძო პირების კოსმოსში გაშვებას ითვალისწინებს”.

პირველი საცდელი ფრენა კომპანიამ მაისში განახორციელა. ამჟამად ის დარჩენილი სამი საცდელი ფრენისთვის ემზადება. 

ლიცენზიის მიღება მნიშვნელოვანი მოვლენაა თავად ინდუსტრიისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ სამეცნიერო ფანტასტიკად მიიჩნეოდა.

მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის მიერ დაფუძნებული Virgin Galactic-ი ამ მიზნის მისაღწევად 2004 წლიდან ემზადება. 

ლიცენზიის მოპოვების შემდეგ, Virgin Galactic-ის აქციების ფასი 39%-ით გაიზარდა და ვაჭრობა $ 55,91-ით დახურა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენტონი პალაცო