LIVE

გაყიდვების ბუმის ფონზე, Nike-ს აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა

26 ივნ 202112:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 596
გაყიდვების ბუმის ფონზე, Nike-ს აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა
David Paul Morris/Bloomberg

Nike-ს გაყიდვების ბუმის ფონზე, კომპანიის აქციების ფასი რეკორდულად გაიზარდა.  

როგორც აღმოჩნდა, კოვიდშეზღუდვების გაუქმების შემდეგ, სპორტულ სამოსზე მომხმარებლები მოსალოდნელზე მეტს ხარჯავენ. შედეგად, კომპანიის პროგნოზით, მიმდინარე ფისკალური წლის შემოსავალი $50 მილიარდს პირველად გადააჭარბებს. 

კომპანიის აქციების ფასი გუშინ თითქმის 16%-ით გაიზარდა და რეკორდულ $154,35-ს მიაღწია. 1987 წლის 21 ოქტომბრის შემდეგ, ეს აქციების ყველაზე მკვეთრი ერთდღიანი ზრდა იყო. 

“Nike პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდია. გლობალურად მისი მომხმარებელი ძალიან ძლიერია. კომპანია თავის მომხმარებლებთან კავშირს ტექნოლოგიური საშუალებებით აძლიერებს და კომპანიის დისტრიბუციის მოდელი მიდის სცდება საცალო ვაჭრობას”, - წერს Jefferies-ის ანალიტიკოსი, რანდალ კონიკი.

ანალიტიკოსის ვარაუდით, კომპანიის აქციები ფასი კიდევ 50%-ით გაიზრდება.

კომპანიის გაყიდვების ზრდა არა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ Nike წარმატებით გაუმკლავდა პანდემიას, არამედ ამტკიცებს, რომ მისი გაყიდვების სტრატეგია ამართლებს. 

აღმასრულებელი დირექტორის, ჯონ დონაჰო ცდილობს, რომ საცალო დისტრიბუციის პარტნიორების ნაცვლად, აქცენტი პროდუქტის მომხმარებლებზე პირდაპირ გაყიდვაზე გადაიტანოს.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კიმ ბესინი