LIVE

მეცნიერი: ჩინური ვაქცინები დელტა ვარიანტის მიმართ ნაკლებად ეფექტიანია

26 ივნ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 2973
მეცნიერი: ჩინური ვაქცინები დელტა ვარიანტის მიმართ ნაკლებად ეფექტიანია

COVID-19-ის ორი ჩინური ვაქცინა, სხვა შტამებთან შედარებით, დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანია, მაგრამ ისინი მაინც გვიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

ვაქცინების ეფექტიანობის შესახებ ჩინეთის “დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის” დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, ფენგ ზიჯიანმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ის ამჟამად ცენტრის მკვლევარია.

ფენგ ზიჯიანმა ვაქცინების მწარმოებლები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი შედიან ინაქტივირებული ვაქცინების კატეგორიაში და შეიცავენ "მოკლულ" კორონავირუსს, რომლის ადამიანის უჯრედებში წარმოქმნა ბუნებრივად შეუძლებელია.

ჩინეთში მასობრივი იმუნიზაციის სქემაში ჩართული შვიდი ადგილობრივი ვაქცინიდან ხუთი ინაქტივირებული ვაქცინაა. მათ შორისაა Sinovac Biotech-ისა და Sinopharm-ის ვაქცინები, რომლებიც, საქართველოს ჩათვლით, მსოფლიოში ათეულობით ქვეყანაში გამოიყენება.

ახალი კორონავირუსის დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, უფრო ადვილად ვრცელდება და ამის გამო, ის ინფექციის შემთხვევებს შორის, მსოფლიოს მასშტაბით, დომინანტ პოზიციას იკავებს. ამის შესახებ გაფრთხილება გასულ კვირას “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) გაავრცელა.

დელტა ვარიანტმა იფეთქა გუანგდონგის სამხრეთ პროვინციის სამ ქალაქში, სადაც ოფიციალური მონაცემებით, 21 მაისიდან 21 ივნისის ჩათვლით, 170 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა უცნობია, აქედან რამდენი შემთხვევა მოდის დელტა ვარიანტზე. 

“გუანგდონგის ეპიზოდში... არც ერთი ვაქცინირებული არ დამძიმებულა და მძიმე შემთხვევებიდან ყველა იყო არავაქცინირებული”,- თქვა მეცნიერმა.