LIVE

აშშ-ის ბაზიდან ვუჰანის ლაბორატორიიდან ამოღებული გენეტიკური დეტალები გაქრა

24 ივნ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 852
აშშ-ის ბაზიდან ვუჰანის ლაბორატორიიდან ამოღებული გენეტიკური დეტალები გაქრა
HECTOR RETAMAL

ჩინეთში Covid-19-ის ზოგიერთი ადრეული ნიმუშის გენეტიკური შემადგენლობის დეტალები მონაცემთა ბაზიდან გაქრა, სადაც ისინი თავდაპირველად ჩინელი მკვლევარების თხოვნით ინახებოდა. ინფორმაციას აშშ-ის ოფიციალური პირები ადასტურებენ.

მონაცემები თავდაპირველად 2020 წლის მარტში გადაეცა აშშ-ში განთავსებულ Sequence Read Archive-ს. იმავე მკვლევარმა კი 3 თვის შემდეგ, ივნისში “მოითხოვა ამოღება”, განაცხადა აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა. 

სააგენტოს განცხადებით, “ამოღების” დროს მიზეზი იყო ის, რომ თანმიმდევრობის ინფორმაცია განახლდა და სხვა მონაცემთა ბაზაში გაიგზავნა. მკვლევარმა მონაცემების წაშლა “ვერსიის კონტროლის პრობლემების თავიდან ასაცილებლად” ითხოვა.

სააგენტოს განცხადებით, პირებს, “რომლებიც წარმოადგენენ გამოძიებას, აქვთ უფლებები მათ მონაცემებზე და შეიძლება მოითხოვონ მათი ამოღება. არ შეიძლება სპეკულირება მოტივების შესახებ, რომლებიც სცილდება გამომძიებლის მითითებულ მიზანს”.

"გენეტიკური მიმდევრობის დეტალების მონაცემთა ბაზიდან ამოღება აჩენს კითხვებს იმის შესახებ, თუ კიდევ რა არის დაცული ვუჰანის ლაბორატორიიდან",- ამბობს ამერიკელი ვირუსოლოგი ჯესი ბლუმი.

პოლიტიკოსები და აკადემიკოსები მთელი მსოფლიოდან სულ უფრო უკმაყოფილებას გამოთქვამენ ჩინეთის მცდელობებზე, ხელი შეუშალონ Covid-19-ის წარმოშობის გამოძიებას, განსაკუთრებით ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონვის შესაძლებლობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" ექსპერტთა ჯგუფი მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთში იმყოფებოდა, მათ არ ჰქონდათ წვდომა ნედლ მონაცემებზე. შესაბამისად, მათი დასკვნა იმის შესახებ, რომ ვირუსი ცხოველებიდან გადაეცა ადამიანებს, მკაცრად გააკრიტიკეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებს დაავალა, კვლავ გამოეძიებინათ ეს საკითხი. ჩინეთი კი კატეგორიულად უარყოფს, რომ ვუჰანის ლაბორატორიას რაიმე კავშირი ჰქონდა აფეთქებასთან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რეიჩელ ჩანგი და რობერტ ლენგრეტი