LIVE

ჰომოფობიური კანონის გამო, ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს

24 ივნ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
ჰომოფობიური კანონის გამო, ევროკავშირი უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უნგრეთის მიერ ინიცირებული ჰომოფობიური კანონის გამო, ქვეყნის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მიიღებს, რადგან ის ბლოკის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. 

უნგრეთის პრეზიდენტმა, ვიქტორ ორბანმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთმანეთის განცხადებებს "სირცხვილი" უწოდეს.  

ლუქსემბურგში შეხვედრაზე ევროკავშირის 13 ქვეყნის ლიდერმა უნგრეთის კანონმდებლობა დაგმო და განაცხადა, რომ ის "წარმოადგენს დისკრიმინაციის აშკარა ფორმას სექსუალურ ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის საფუძველზე". 

ევროკავშირის ლიდერების შეშფოთება მოჰყვა უნგრეთის მიერ გასულ კვირას დამტკიცებულ კანონს, რომლის მიხედვითაც იკრძალება ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელმაც შესაძლოა, ჩაითვალოს ბავშვებისთვის “ჰომოსექსუალობის ხელშეწყობად”.

კანონპროექტი, რომელიც ლგბტქ თემს პედოფილიის გვერდით განიხილავს, აფართოებს გასულ წელს მიღებულ კანონმდებლობას, რომლის მიხედვითაც, ერთნაირსქესიან პარტნიორებს ბავშვების აყვანა ეკრძალებათ და უშვებს მხოლოდ ქალსა და მამაკაცს ქორწინებას.

საკითხზე დაპირისპირება მას შემდეგ გააქტიურდა, რაც UEFA-მ მიუნხენის სტადიონის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი უთხრა. UEFA-ს უარის საპასუხოდ, მიუნხენის ხელმძღვანელობამ ქუჩებში ცისარტყელას დროშები განათავსა.

ორბანი, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია და იშვიათად აცდენს თავისი ქვეყნის თამაშებს, მიუნხენში გერმანია-უნგრეთის მატჩზე არ ჩავიდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატარინა როსკოფი და ნიკოს ქრიზოლორასი