LIVE

ჯანმო EURO 2020-ის მატჩებზე შეზღუდვების დაუცველობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს

23 ივნ 202110:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 599
ჯანმო EURO 2020-ის მატჩებზე შეზღუდვების დაუცველობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
Laszlo Balogh/AP

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” EURO 2020-ის ზოგიერთი მასპინძელი ქვეყნის მიერ შეზღუდვების დაუცველობის გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. 

გაეროს სააგენტო კონკრეტული ქალაქებისა და ქვეყნების დასახელებაზე უარს ამბობს, თუმცა სინანულით აცხადებს, რომ ზოგიერთი სტადიონი ჩემპიონატზე მაყურებელთა რიცხვს ზრდის.

“ზოგიერთ მასპინძელ ქალაქში უკვე იმატებს COVID-19-ის შემთხვევები იმ არეალში, სადაც მატჩები ტარდება”, ნათქვამია WHO-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორის, რობ ბატლერის განცხადებაში.

მისი კომენტარი მას შემდეგ გავრცელდა, რაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ უემბლის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისა და ფინალის ნახვის შესაძლებლობა 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს ექნება. 

UEFA-სთან თავდაპირველი შეთანხმებით, სტადიონზე 40 000 მაყურებელი დაიშვებოდა. 

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ, დელტას ვარიანტის გავრცელების გამო, EURO 2020-ის ფინალის ლონდონიდან გადატანა მოითხოვა.

პანდემიის გამო, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი გარკვეული შეზღუდვებით მიმდინარეობას. უნგრეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მატჩები სავსე სტადიონებზე ტარდება. გასულ კვირას “პუშკას არენაზე” EURO 2020-ის თამაშზე 60 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაუშვეს.

დანიაში EURO 2020 მატჩებთან დაკავშირებული  29 შემთხვევა გამოვლინდა. ეს რიცხვი მოიცავს მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანი იყო მატჩის დროს უკვე ინფიცირებული იყო ან მის მიმდინარეობისას დაინფიცირდა. ქვეყნის ჯანდაცვის უწყება მიიჩნევს, რომ თეორიულად, შესაძლოა, ამ ადამიანების რიცხვი გაცილებით დიდი იყოს.