
ტრადიციულ, ჩანიშვნებზე დაფუძნებულ ბაზრის კვლევასა და კითხვებს აშკარა ნაკლი აქვთ. ხალხს არ შეუძლია გულწრფელად უპასუხოს ზოგიერთ კითხვას, რადგან არ იცის კვლევის ღრმა მოტივები. ასე მიიჩნევს კვლევის ინდუსტრიაში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კარლ ვუნგი.
“ჩვენზე გავლენას ახდენს ისეთი რამ, რაზეც არ შეგვიძლია ან არ გვინდა ვიფიქროთ ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას ან კითხვებზე პასუხის გაცემის დროს”,- ამბობს მკვლევარი.
ხარვეზს ავსებს მონაცემების მდიდარი სამყარო, რომელიც ქმნის უამრავ ინფორმაციას ჩვენი შინაგანი სურვილების შესახებ. მათი შესწავლა ხდება ქუქი-ფაილებისა და სხვა მრავალი ნიშნის საშუალებით, რომლებსაც ჩვენ ვებ-გვერდის დათვალიერების დროს ვტოვებთ.
ტექნოლოგიური რევოლუცია ნათელს ჰფენს იმას, თუ როგორ ვმალავთ საკუთარ შინაგან მოტივებს - მაგალითად, რატომ გვიზიდავს გარკვეული საზოგადო მოღვაწეებისა და ცნობილი ადამიანების დარეკლამებული პროდუქტები.
ჯეისონ ბრაუნლი ფართო მასშტაბით სწავლობს მომხმარებლის ქცევას, რასაც ზრდის სოციალური მედიის მონაცემების დამუშავება. Colourtext-ის დამფუძნებელი, მონაცემთა და მომხმარებელთა ინტელექტის ანალიტიკოსი ამბობს, რომ “ხალხი ციფრულ კვალს ზურგს უკან ტოვებს”.
მან შეისწავლა ახალი ამბების მოხმარების ნიმუშები ხელოვნური ინტელექტის (AI) და ქლაუდ სერვისების გამოყენებით, რათა დააკვირდეს იმ კვალს, რომელსაც ხალხი ტოვებს, როდესაც ინტერნეტში 100000 ახალი ამბის სტატიას ათვალიერებს.
“როგორც კი ადამიანი გარკვეულ გვერდზე გადავა, ჩვენ ვხედავთ, რომ ნიმუში გამოჩნდა. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება სხვა გზით, გარდა AI და ქლაუდ სერვისისა”,- აღნიშნავს ის.
ამან წარმოშვა გასაოცარი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ აღვიქვამთ სინამდვილეში ცნობილ ადამიანებს, მაგალითად ბორის ჯონსონსა და მეგან მარკლს. დიდი მონაცემების სიმძლავრემ დაანგრია ტრადიციული კატეგორიები, რომლებსაც ბაზრის კვლევის ინდუსტრია იყენებდა ჩვენი გემოვნების დასადგენად.
“როგორც წესი, მიიჩნეოდა, რომ ადამიანები, რომლებიც შოუბიზნესის ამბებს უყურებდნენ, საერთოდ არ ინტერესდებიან პოლიტიკით”,- ამბობს ბრაუნლი.
მკითხველების ჩვევების ღრმა ანალიზმა გაერთიანებული სამეფოს 18 სხვადასხვა ინტერნეტგამოცემაში, მათ შორის BBC News Online-ზე, შეცვალა ეს ვარაუდი.
“აღმოვაჩინე ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ცნობილ ადამიანებზე კითხულობენ. მათი სიის სათავეში არის მეგან მარკლი. მაგრამ ასევე კითხულობენ ბორის ჯონსონის შესახებ. მათ ჩვეულებრივ არ აინტერესებთ პოლიტიკური ამბები, მაგრამ ჯონსონს უფრო ფართო მასშტაბი აქვს, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკოსს”. ქლაუდ ტექნოლოგიებში დიდი მონაცემების ჩაყრა და მისი AI-ით შესწავლა აჩვენებს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მრავალი ადამიანი ცნობილ ადამიანად თვლის.
ეს კავშირები ეჭვქვეშ აყენებს მარკეტინგული კვლევის სეგმენტაციას და მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ ქლაუდ კომპიუტერის საშუალებით. ჯეისონ ბრაუნლის თქმით, pay-as-you-go მოდელი ნიშნავს, რომ ქლაუდ ენერგია არის მოქნილი და ხელმისაწვდომი. “თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ან აკრიფოთ გამოთვლითი რესურსი და შეგიძლიათ გააკეთოთ საინტერესო საქმეები ონლაინ AI პროგრამებით”.
ბაზრის მკვლევარებს შეუძლიათ გააცნობიერონ ადამიანის ქცევა ისე, როგორც არასდროს, მონაცემების ამ ნაწილში ჩაღრმავებით.
ერთ-ერთი ტექნოლოგია ადამიანის სახის შესწავლაა. ის ზომავს სახეს მრავალ წერტილში, სხვადასხვა შაბლონებით, რომლებიც წარმოიქმნება ემოციების მიხედვით. ეს ნიმუშები იცვლება ასაკის, სქესისა და რასის შესაბამისად. თუ AI პროგრამულ უზრუნველყოფას ამ ნიმუშების საკმარის მაგალითებს ვაჩვენებთ, მას შეუძლია დაიწყოს იმის დადგენა, თუ რას გრძნობს ადამიანი.
სწორედ ეს ტექნოლოგია გამოიყენა ამერიკული სწრაფი კვების ქსელმა Del Taco-მ, როდესაც კომპანიამ განაახლა დეკორაციები და მენიუები, მაგრამ სურდა ამ ცვლილებების მომხმარებელთა უკუკავშირით განხორციელება.
Medallia-ს ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიამ გამოაქვეყნა გამოკითხვის პროგრამა, რომლის საშუალებითაც Del Taco-ს სტუმრებს სმარტფონებზე ვიდეოს საშუალებით შეეძლოთ კითხვებზე პასუხის გაცემა.””ჩვენ გადავიღეთ ეს ვიდეო და გავაანალიზეთ მომხმარებელთა უკუკავშირი. ამან ბევრად უფრო მდიდარი ხედვა მოგვცა, ვიდრე ტრადიციულმა გამოკითხვამ”.
ყველა ეს მონაცემები ქლაუდ პროგრამას გადაეგზავნა ანალიზისთვის, რამაც გამოავლინა ის ძირითადი ემოციები, რაც მომხმარებლებმა იგრძნეს, როდესაც საკვებზე საუბრობდნენ.
მონაცემთა ფართო მასშტაბმა, რომლითაც შესაძლებელია ქლაუდ პროგრამებში მანიპულირება, მიიპყრო ბაზრის კვლევის ინდუსტრიის ყურადღება. ჯონ პულესტონი აანალიზებს მომხმარებელთა კვლევითი გიგანტის, Kantar-ის ონლაინ შინაარსს და ახასიათებს ახალ ელემენტს.
სპეციალური პროგრამა, რომელიც სწავლობს ვიდეოზე დაფიქსირებულ პასუხებს, აკავშირებს ამ არაცნობიერ ფაქტორებს ისეთი ნიშნებიდან, როგორიცაა ხმის ტემბრი და სახის გამომეტყველება.
ბაზრის მკვლევარებმა შეიძლება შეწყვიტონ ჩვენს კარზე კაკუნი ტაბლეტებით, მაგრამ ტექნოლოგია მათ საშუალებას აძლევს, შეაღწიონ ჩვენს გონებაში.