LIVE

ევროკავშირი Google-ის სარეკლმო სერვისებს იძიებს

22 ივნ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 780
ევროკავშირი Google-ის სარეკლმო სერვისებს იძიებს
Bloomberg

Google-ი სარეკლამო ტექნოლოგიების მიმართულებით ევროკავშირის გამოძების სამიზნე ხდება. ეს მას შემდეგ, რაც მარეგულირებელმა ორგანოებმა ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ თითქმის ათწლეულის ხანგრძლივობის გამოძიება შეწყვიტეს.

გამოძიება შეაფასებს, დაარღვია თუ არა საძიებო გიგანტმა კონკურენციის წესები, კონკურენტებთან შედარებით საკუთარი ინტერნეტ-ჩვენების სარეკლამო ტექნოლოგიების სასარგებლოდ.

გამოძიება ასევე შეამოწმებს, აქვს თუ არა Google-ს უსამართლოდ დაბლოკილი კონკურენტების წვდომა მომხმარებლის მონაცემებზე და ასევე შეისწავლის კონფიდენციალურობის ცვლილებებს, რაც ეტაპობრივად შეწყვეტს რეკლამის განმათავსებლებისთვის წვდომას ქუქი-ფაილსებსა და მონაცემებზე.

ევროკავშირმა პირველად შეისწავლა ონლაინ რეკლამის შავი ყუთი, სადაც Google ავტომატურად ითვლის და სთავაზობს სარეკლამო ადგილსა და ფასებს რეკლამის განმათავსებლებს და გამომცემლებს, მომხმარებლის ვებ-გვერდზე დაწკაპუნების მიხედვით. ადრე ევროკავშირის კითხვები ფოკუსირებული იყო ონლაინ-შოპინგის საძიებო რეკლამებზე, მობილური ტელეფონების რეკლამებსა და სარეკლამო კონტრაქტებზე.

ციფრულ რეკლამაზე დანახარჯმა ევროკავშირში 2019 წელს დაახლოებით 20 მილიარდი ევრო შეადგინა. ევროკავშირის ჯარიმები ამ მხრივ გაყიდვების ღირებულებას ეყრდნობა და წლიური შემოსავლის 10%-ს შეადგენს. Google-ი ამ დრომდე ევროკავშირის მიერ $9 მილიარდზე მეტით უკვე დაჯარიმდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აოფი უაიტი