LIVE

ფილიპინების პრეზიდენტი ციხით ემუქრება მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს

22 ივნ 202114:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1026
ფილიპინების პრეზიდენტი ციხით ემუქრება მათ, ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს
Veejay Villafranca/Bloomberg

ფილიპინების პრეზიდენტი, როდრიგო დუტერტე მოქალაქეებს, რომლებიც Covid-19-ის ვაქცინებზე უარს ამბობენ, ციხით ემუქრება. ქვეყნის ლიდერი ამ გზით იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას და დელტა ვარიანტის გავრცელების თავიდან არიდებას ცდილობს.  

“თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც არ არის ვაქცინირებული და პოტენციურად ხართ გამავრცელებელი, იმისათვის, რომ ხალხი დავიცვათ, მომიწევს ციხეში გამოგამწყვდიოთ”,- თქვა დუტერტემ.

პრეზიდენტმა ასეთი ადამიანების სიის შედგენა სოფლის ლიდერებს დაავალა.

ამავდროულად ფილიპინების პრეზიდენტი ძალაში ტოვებს სახის დამცავი ფარების გამოყენების ვალდებულებას.

“პირველმა ტალღამ ნამდვილად ამოწურა მთავრობის რესურსი. კიდევ ერთი ასეთის გადატანა დამღუპველი იქნება ამ ქვეყნისთვის. ამიტომაც რაც უფრო მკაცრი ხარ, მით უკეთესი”,- ამბობს დუტერტე.

იმ შემთხვევაში, თუ დუტერტეს მუქარა რეალურად შესრულდა, ეს იქნება უმკაცრესი ზომა, რომელიც ვაქცინაციის წასახალისებლად გატარდა. მიმდინარე წლის დასაწყიში ინდონეზიამ ვაქცინაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქალაქეების დაჯარიმების ინიციატივით გამოვიდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანდრეო კალონცო