„საპენსიო სააგენტოს“ სპეციალიზირებული დეპოზიტარი სავარაუდოდ, „საქართველო ბანკი“ გახდება. როგორც „საპენსიო სააგენტოს“ უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ აღნიშნა, „საქართველოს ბანკი“ სააგენტოს უპირატესი კონტრაქტორია და მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
„როგორც კი დეპოზიტარი გვეყოლება, 2-3 კვირაში, მყისიერად დავიწყებთ კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების განხილვას. ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე არ გვაქვს საკმარისი ინსტრუმენტები, შესაბამისად ძირითადად შევხედავთ გლობალურ აქციებს“,- განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ცნობისთვის, სპეციალიზირებული დეპოზიტარის შესარჩევი კონკურსი „საპენსიო სააგენტომ“ თავდაპირველად 2020 წლის იანვარში გამოაცხადა. სპეციალიზებული დეპოზიტარის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ფინანსური ინსტიტუტი იბრძოდა: Central Depository of Armenia OJSC, “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”.