LIVE

ბიტკოინის ფასი $34 142-მდე დაეცა

20 ივნ 202119:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 2043
ბიტკოინის ფასი $34 142-მდე დაეცა
coingape

ჩინეთში მაინერების დახურვის და პოტენციური რეგულაციების შემდეგ, ბიტკოინის ფასი შაბათ-კვირას ისევ დაეცა.

ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა ნიუ-იორკში, კვირას 10:50 საათისთვის 5,5%-ით დაეცა და $34 142 შეადგინა, რაც ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში მეოთხე დაცემაა. სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ეთერიუმის ფასი 5,9% -ით შემცირდა და $2,095 შეადგინა.

კრიპტოვალუტებს ბოლო დროს რთული პერიოდი აქვთ. ბიტკოინი რეკორდული ფასის დაახლოებით $65,000-ის ნახვარი ღირებულებით ივაჭრება. ყველა კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით $1,45 ტრილიონამდე შემცირდა, ეს გასულ თვესთან შედარებით, როცა CoinGecko-ს მიხედვით, მათი საბაზრო ღირებულება $2,6 ტრილიონი დოლარი იყო.

კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი ჩინეთში ბიტკოინის მოპოვებაზე აკრძალვები იყო.

კომუნისტური პარტიის მიერ მხარდაჭერილი Global Times-ის თანახმად, პროვინციებში ბიტკოინის მოპოვების აკრძალვამ და მაინების დახურვამ ჩინეთში ბიტკოინის მაინინგის მოცულობის 90%-ზე მეტი გააქრო.

კემბრიჯის უნივერსიტეტის(University of Cambridge) შეფასებით, 2020 წლის აპრილისთვის მსოფლიოში ბიტკოინის მაინინგის დაახლოებით 65% ჩინეთში ხორციელდებოდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი