LIVE

Saudi Aramco-მ ჩინეთთან $12 მილიარდიანი მილსადენის გარიგება დადო

20 ივნ 202114:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 919
Saudi Aramco-მ ჩინეთთან $12 მილიარდიანი მილსადენის გარიგება დადო

ჩინეთის Silk Road Fund და Hassana Investment, რომელსაც საუდის არაბეთის მთავრობა აკონტროლებს, შეუერთდნენ ჯგუფს, რომელიც Saudi Aramco-ს ნავთობსადენებში $12,4 მილიარდის ინვესტიციას ახორციელებს.

კონსორციუმმა, რომელსაც აშშ-ს ფირმა EIG Global Energy Partners ხელმძღვანელობს, დადო გარიგება, რომლითაც შვილობილი კომპანიის Aramco Oil Pipelines-ის 49%-იანი წილი შეიძინა. ჯგუფში შედიან აბუ დაბის სუვერენული აქტივების მართვის ფონდი Mubadala Investment და Samsung Asset Management. აბუ დაბი საუდის არაბეთთან ერთად, ნავთობპროდუქტების ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის კარტელის მთავარი წევრია.

შვილობილ კომპანიას 25 წლის განმავლობაში Aramco-ს ნედლი ნავთობის მილსადენით გადაზიდული ნავთობის გადასახადზე ექნება უფლებები. Aramco, მსოფლიოს უდიდესი ნავთობპროდუქტების მწარმოებელი, კომპანიაში 51% წილის მფლობელობა შეინარჩუნებს.

Aramco შეიძლება მსგავსად სტრუქტურირებული გარიგების დადებას ბუნებრივი აირის მილსადენებისთვისაც ეცადოს, როგორც არა ბაზისური აქტივების გაყიდვის გეგმის ნაწილი. თანხები კომპანიას $75 მილიარდის წლიური დივიდენდის შენარჩუნებაში დაეხმარება, რომელიც ძირითადად მთავრობასთან მიდის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფარაჰ ელბარავი