
პალესტინის მთავრობამ გააუქმა შეთანხმება Covid-19 ვაქცინების ისრაელთან გაცვლის შესახებ და განაცხადა, რომ დოზების მიღების ვადა იწურება.
პალესტინელი ოფიციალური პირები საკმარისი დოზების აგვისტომდე მიღებას ელოდნენ, თუმცა ვაქცინის ვადა მიმდინარე თვეში იწურება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს კი საკმარისი დრო არ აქვს მოსახლეობის ვაქცინაციისთვის.
ისრაელი, რომელიც მოსახლეობის ვაქცინაციაში ყველა ქვეყანას უსწრებს, კრიტიკის წინაშე აღმოჩნდა იმის გამო, რომ არ დაეხმარა ვირუსთან ბრძოლას პალესტინის ტერიტორიებზე. დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში პალესტინელების დაახლოებით 10%-ია ვაქცინირებული.
ვირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები დასავლეთ სანაპიროზე ბოლო კვირების განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, რადგან ვაქცინაციის ტემპი გაიზარდა. ხუთშაბათს ბეთლემის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქალაქი მზადაა ტურისტების მისაღებად.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფადვა ჰაზალი