
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ავტონომიის იდეა NATO-ს წევრობასთან თავსებადია.
“მივედით იმ აზრამდე, რომ ევროპული თავდაცვის სტრატეგიული ავტონომია შეიძლება იყოს ტრანსატლანტიკური ორგანიზაციის ალტერნატიული, მაგრამ მეტწილად მყარი კომპონენტი”, - განაცხადა მაკრონმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრისას.
მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოხატა პოლიტიკური პატივისცემა და სურვილი, იმუშაოს ევროკავშირთან, როგორც პარტნიორთან.
ანგელა მერკელს სურს, ევროპული თავდაცვის ცენტრად დარჩეს NATO, მაგრამ მოხარულია, რომ შეერთებულმა შტატებმა შექმნა “თანამშრომლობის ატმოსფერო”.
“G7-სა და NATO-ს შორის მოლაპარაკებებიდან ნათლად ჩანს, რომ შეერთებული შტატები საკუთარ თავს წყნარი ოკეანისა და ატლანტიკურ ქვეყანად განიხილავს. ევროპელებისთვის ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავისახოთ გარკვეული ამოცანები და ავიღოთ პასუხისმგებლობები. აბსოლუტურ საჭიროებას ვხედავ - და ვფიქრობ, ეს ამერიკის შეერთებული შტატებისგანაც არის მოსალოდნელი - უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად”, - განაცხადა მერკელმა.