LIVE

ევროკავშირმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები გააუქმა

18 ივნ 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 821
ევროკავშირმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები გააუქმა
Bing Guan/Bloomberg

კორონავირუსის პოტენციურად საშიში ვარიანტების გავრცელების მიუხედავად, ევროკავშირმა აშშ-ის მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები გააუქმა. 

ბლოკის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, აშშ ე.წ. თეთრ სიაში შევიდა და ამით დაემატა იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირში არააუცილებელი მიზნით, მოგზაურობა შეუძლიათ. ესენია: ალბანეთი, ჰონგ-კონგი, ლიბანი, მაკაო, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, სერბეთი და ტაივანი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ვაქცინირებულ ამერიკელებს ქვეყანაში შესვლის უფლება უკვე მისცა, თეთრ სიაში მოხვედრა ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები მთელ ბლოკში უქმდება. ევროკავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ, აშშ-ის მოქალაქეებს, ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, კარანტინის გავლის გარეშე, გადაადგილების ნება დართონ. 

ახალი წესები ძალაში რამდენიმე დღეში, ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე, შევა.

შეზღუდვების მოხსნა ხელს შეუწყობს ევროკავშირის მსხვილი ავიაკომპანიების (როგორიცაა Air France-KLM და Deutsche Lufthansa) მუშაობას, რომელთა შემოსავალს დიდწილად, განსაზღვრავს ტრანსატლანტიკური ფრენები. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა შორეულ მანძილზე მოგზაურობაზე მძიმე გავლენა იქონია. 

ევროკავშირის გადაწყვეტილების მიუხედავად, ატლანტიკის გადაღმა ფრენები სრულად აღდგენილი არ არის, რამდენადაც აშშ-ში ევროპელებზე დაწესებული რეგულაციები ძალაში რჩება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიკოს ქრიზოლორასი