LIVE

Regeneron-ი კოვიდინფიცირებულების გარდაცვალების რისკს 20%-ით ამცირებს

18 ივნ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 600
Regeneron-ი კოვიდინფიცირებულების გარდაცვალების რისკს 20%-ით ამცირებს
Chris J. Ratcliffe/Bloomberg

Regeneron Pharmaceuticals-ის ანტისხეულების კოქტეილი 20%-ით ამცირებს გარდაცვალების რისკს ჰოსპიტალიზებულ კოვიდინფიცირებულებში, რომლებსაც საკუთარი ანტისხეულების წარმოქმნა არ შეუძლიათ. ამ დასკვნამდე ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების მასშტაბური კვლევის შედეგად მივიდნენ. 

კვლევის მიხედვით, 28 დღის განმავლობაში, ყოველ 100 პაციენტზე, რომლებიც კომპანიის მიერ წარმოებული ორი მონოკლონური ანტისხეულის (casirivimab/imdevimab) კომბინაციას იღებენ, გარდაცვალების რიცხვი 6-ით ნაკლებია. 

კოქტეილის მიღების შემთხვევაში, ოთხი დღით ნაკლებია დრო, რომელსაც პაციენტები საავადმყოფოში ატარებენ. მათ, ასევე, ნაკლებად სჭირდებათ სასუნთქი აპარატი.

აშშ-ში მძიმე სიმპტომების განვითარების რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების სამკურნალოდ კომბინირებული თერაპიის გამოყენება უკვე დამტკიცებულია. ამჯერად, ახალი მონაცემების საფუძველზე, შესაძლოა, წამლის ავტორიზაცია გაფართოვდეს.

“ეს ნიშნავს, რომ კოვიდ-19-ით საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად იმის მიხედვით, გაუკეთდეთ თუ არა ანტისხეულები”, ამბობს დიდი ბრიტანეთის სამედიცინო კვლევითი საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე, ფიონა უოტი

კვლევის მიხედვით, 9 700 პაციენტის დაახლოებით ორ მესამედს, რომლებმაც ანტისხეულები გამოიმუშავეს, ან ანტისხეულების სტატუსი უცნობი იყო, კოქტეილის სარგებელის მომტანი არ აღმოჩნდა.

კვლევის ჩატარების დროს, პაციენტების უმრავლესობა სრულად ვაქცინირებული არ იყო. 

კომპანიის განცხადებით, კვლევის შედეგები დამაიმედებელია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნური რეაქცია აქვთ ვაქცინასა და ინფექციაზე. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატარინე გემელი, რობერტ ლენგრეტი და ელენ ჩენი