LIVE

ავსტრალიაში AstraZeneca-თი მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ​ები აიცრებიან

17 ივნ 202116:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
ავსტრალიაში AstraZeneca-თი მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ​ები აიცრებიან
AP Photo/Asanka Brendon Ratnayake

თრობმოებმოლიის რისკის გამო, ავსტრალიამ შეამცირა იმ პირთა წრე, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინას მიიღებენ.

"ავსტრალიის ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის რეკომენდაციით, AstraZeneca უნდა მიიღონ მხოლოდ 60 წელს გადაცილებულმა პირებმა. 60 წლამდე პირები კი Pfizer-ის ვაქცინას მიიღებენ",- განაცხადა ავსტრალიის ჯანდაცვის მინისტრმა გრეგ ჰანტმა.

გადაწყვეტილება ქვეყანამ მას შემდეგ მიიღო, რაც ინექციის შემდგომი თრომბოციტოპენიის სინდრომის სულ მცირე 35 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ორი ლეტალურად დასრულდა.

გადაწყვეტილებამ შეიძლება შეამციროს ვაქცინაციის კამპანია ქვეყანაში, სადაც Covid-19 შემთხვევების აღმოფხვრის სტრატეგია მზარდი კრიტიკის საგანია. რამდენიმე შემთხვევაში ვირუსმა საკარანტინე სასტუმროებიდან გაჟონა. 

26 მილიონი ავსტრალიელიდან მხოლოდ 6.1 მილიონს აქვს მიღებული სულ მცირე ერთი დოზა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეისონ სკოტი და ჯორჯინა მაკკეი