LIVE

რა შედეგს იძლევა Covid ვაქცინების კომბინირება? 

21 ივნ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 680
რა შედეგს იძლევა Covid ვაქცინების კომბინირება? 

AstraZeneca Pfizer-თან ერთად? J&J და Moderna? ფარმაცევტული ინდუსტრიის ზოგიერთი ვეტერანი მიიჩნევს, რომ Covid-19-ის მიმართ იმუნიტეტი უფრო გაძლიერდება, ორი განსხვავებული ვაქცინის დოზით, ვიდრე ორი ერთნაირი ვაქცინით და ეს თავად გამოსცადეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები შეუსაბამო ვაქცინების გაკეთების ეფექტებზე, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დოზების შეცვლით უკეთესი დაცვა მიიღწევა.

პიერ მორგონმა ამისათვის საზღვარი გადაკვეთა, ორიოდე საათის განმავლობაში მშობლიური შვეიცარიიდან მანქანით გაემგზავრა საფრანგეთის ქალაქ ლიონის აფთიაქში, AstraZeneca-ს ვაქცინისთვის. სამშობლოში, თითქმის რვა კვირის შემდეგ, გაიკეთა Moderna-ს აცრა.

„თუ გსურთ, იმუნური სისტემის გარკვეული ტექნოლოგიით გაძლიერება, უფრო ფართო, მაღალ და მდგრად რეაგირებას მიიღებთ, ერთ ამოცანაზე გამიზნული, მაგრამ სხვადასხვა ტექნოლოგიაზე დამყარებული პრეპარატებით“,- განაცხადა მორგონმა, ვაქცინების მწარმოებელი კომპანიის CanSino Biologics-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ასევე Vaccitech-ის და Univercells-ის კომპანიების საბჭოს წევრია.

ეს მიდგომა ემყარება ბოლოდროინდელ გამოკვლევებსა და ვაქცინების შერევის მრავალწლიან გამოცდილებას ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა ებოლა, შიდსი და ჰეპატიტები. ესპანეთში 700 ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ მათ, ვინც მიიღეს Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზა Astra-ს პირველი აცრის შემდეგ აჩვენეს, რომ მათი განეიტრალებადი ანტისხეულები შვიდჯერ გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად უფრო მაღალია, ვიდრე ასტრას ორი დოზის შემთხვევაში.

გერმანიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ Astra-სა და Pfizer-ის ვაქცინების შერევამ შეიძლება ანტისხეულების რეაქცია თითქმის ოთხჯერ მეტად გაზარდოს, ვიდრე Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზითაა შესაძლებელი.

Vaccitech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ ენრიტმა, რომელმაც AstraZeneca-ს ვაქცინის ტექნოლოგია შექმნა, ასევე გაიკეთა კომბინირებული ვაქცინაცია. მერილენდში მან მიიღო J&J-ის ვაქცინა, რომელიც ერთჯერადად კეთდება, ხოლო სამი თვის შემდეგ Pfizer-ის აცრა.

ვაქცინების ტიპების უსაფრთხოდ და ეფექტურად კომბინირების შესწავლა შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს გლობალური მიწოდების პრობლემების გადასაჭრელად. ეს მთავრობებს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა ვაქცინების მწირი მარაგის შემთხვევაში, მათი კომბინირებული გამოყენება მოახდინონ.

მას შემდეგ, რაც Astra-ს ვაქცინასთან დაკავშირებით თრომბის შემთხვევები გამოვლინდა, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ამ ვაქცინის პირველი დოზა mRNA ვერსიით ჩაანაცვლა, როგორიცაა Moderna და Pfizer-ი. ამგვარი გადაწყვეტილებები საგანგებო პირობებში იქნა მიღებული, მაგრამ პაციენტებზე უკეთესი გავლენა იქონია.

ამის მიუხედავად, საეჭვოა, რომ ეს მიდგომა ოფიციალურად დამტკიცდეს, ან წახალისდეს მომდევნო თვეების განმავლობაში. სანამ სქემა ხელისუფლებების მიერ დამტკიცდება, ექსპერიმენტულია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოდ გილესპი