LIVE

მსოფლიო ქსელის ორიგინალი კოდი აუქციონზე იყიდება

16 ივნ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 611
მსოფლიო ქსელის ორიგინალი კოდი აუქციონზე იყიდება
Bloomberg

23 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, Sotheby's აუქციონს გამართავს 9,555 კოდის ხაზისთვის, რომელიც მსოფლიო ინტერნეტ ქსელის საფუძველს წარმოადგენს.

კოდი ბრიტანელმა კომპიუტერის მეცნიერმა სერ ტიმ ბერნერს-ლიმ 1990-დან 1991 წლამდე დაწერა. ის დაუკავშირდება NFT-ს, ჭკვიან კონტრაქტს, რომელიც ადასტურებს კოდის ნამდვილობას და საკუთრების უნიკალურ უფლებას. ფაილებზე წვდომა მყიდველს NFT-ის საშუალებით ექნება, რომელიც შეიცავს ბმულებს, სადაც ფაილების ნახვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტში ან მათი ჩამოტვირთვა კომპიუტერში. გამარჯვებული პრეტენდენტი ასევე მიიღებს ბერნერს-ლისგან წერილს კოდის და მისი შექმნის პროცესის შესახებ, ასევე  გრაფიკული დიზაინერის მიერ შექმნილ 30 წუთიან ვიდეოს, რომელიც კოდის წერის პროცესს ასახავს.

”ის, ძირეულად, მსოფლიო ქსელის ძირითადი წყაროა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ პაკეტის ძირითადი ნაწილი იყო ორიგინალი, დროში აღბეჭდილი და დათარიღებული ფაილები, შემდეგ დაემატა დამატებითი პროდუქტები, რომლებიც მყიდველებს დაეხმარება უფრო მარტივად აღიქვან რა არის გასაყიდი პროდუქტი”,- ამბობს კასანდრა ჰეტონი, Sotheby’s სამეცნიერო და პოპ კულტურის განყოფილების გლობალური ხელმძღვანელი.

ყველაფერთან ერთად, მყიდველი მიიღებს ციფრულ პოსტერს, რომელიც სრულად შეიცავს 9,555 კოდის ხაზს და ბერნერს-ლის ფიზიკური ხელმოწერის გრაფიკას. კოდისთვის საწყისი შეთავაზება $1000 იქნება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს ტარმი