
საფრანგეთის სასამართლომ ავეჯის მაღაზია Ikea French-ი და მისი ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ჟან-ლუი ბაილო პოლიციის ოფიცრებთან შეთქმულებაში და თანამშრომლებისა და მომხმარებლების თვალთვალში დაადანაშაულა.
პირადი მონაცემების უკანონოდ გამოყენებისათვის, ვერსალის სისხლის სამართლის სასამართლომ კომპანია 1 მილიონი ევროთი ($1,2 მილიონი) დააჯარიმა, ხოლო დირექტორს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Ikea France-ის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ მომხდარი კომპანიისთვის მიუღებელია და ბოდიშს იხდის იმ უხერხული სიტუაციის გამო, რამაც Ikea-ს ღირებულებები შელახა.
გახმაურებულ საქმეზე გამოძიება დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. შემთხვევას კომპანიის ოთხი თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გასპარდ სებაგი