LIVE

AstraZeneca-ს ანტისხეულების თერაპიამ COVID-19-ის სიმპტომების პრევენცია ვერ შეძლო

15 ივნ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 641
AstraZeneca-ს ანტისხეულების თერაპიამ COVID-19-ის სიმპტომების პრევენცია ვერ შეძლო
NEXU Science Communication

მონოკლონური ანტისხეულების მკურნალობის AZD7442-ის კვლევამ აჩვენა, რომ ის Covid-19-ით ინფიცირებულ პაციენტებში სიმპტომების პრევენციას ვერ ახერხებს. ამის შესახებ ანგლო-შვედურმა წამლების მწარმოებელმა AstraZeneca-მ განაცხადა.

AZD7442-მა სიმპტომური COVID-19 განვითარების რისკი პლაცებოსთან შედარებით 33%-ით შეამცირა, რაც სტატისტიკურად უმნიშვნელო მაჩვენებელია.

კომპანიამ განაცხადა, რომ კვლევაში 18 წელზე უფროსი ასაკის არავაქცინირებული პირები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ინფიცირებულ პირებთან ბოლო 8 დღის განმავლობაში ჰქონდათ კონტაქტი. 

მონოკლონური ანტისხეულების თერაპია მიეკუთვნება მედიკამენტების კლასს, რომლებიც ბაძავენ ბუნებრივ ანტისხეულებს, რომლებიც ორგანიზმს ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას “ასწავლიან”.