LIVE

Goldman Sachs-ი კლიენტებს ეთერიუმით ვაჭრობის სერვისებს შესთავაზებს

17 ივნ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
Goldman Sachs-ი კლიენტებს ეთერიუმით ვაჭრობის სერვისებს შესთავაზებს
Bloomberg

Goldman Sachs-ი კრიპტო სამყაროში ბიტკოინს მიღმა, ეთერიუმამდე ფართოვდება.

Goldman-ის ციფრული აქტივების ხელმძღვანელის, მეთიუ მაკდერმოტის თქმით, ბანკი უახლოეს თვეებში გეგმავს ეთერიუმში ვაჭრობა შესთავაზოს კლიენტებს.

ეს Wall Street-ის გიგანტის კრიპტო ამბიციების უკანასკნელი გამოვლინებაა მას შემდეგ, რაც წელს ბანკმა სავაჭრო მაგიდა განაახლა და კლიენტებს ბიტკოინთან დაკავშირებული ფიუჩერსებით ვაჭრობაში დახმარება შესთავაზა. 

მარეგულირებლის მხრიდან ყველა გაფრთხილების, კრიპტოს უკიდურესი არასტაბილურობისა და ფულის გათეთრებაში როლის მიუხედავად, საინვესტიციო ბანკები მსხვილი კლიენტებისთვის მაინც აძლიერებენ ბიტკოინთან დაკავშირებულ სერვისებს. მაისის თვეში ფასების ვარდნის შემდეგაც, როცა უმსხვილესი კრიპტოვალუტა რამდენიმე დღეში დაახლოებით $60,000-დან $33,000-მდე დაეცა, ჰეჯ-ფონდები კვლავ ენთუზიაზმით ვაჭრობენ ბიტკოინით.

კრიპტო ოპერაციები ასევე გააფართოეს სხვა ბანკებმაც. Cowen-ი კრიპტოვალუტებისთვის ”ინსტიტუციური დონის” მეურვეობის სერვისების შეთავაზებას გეგმავს, ხოლო Standard Chartered-ი ერთობლივ ვენჩურული საწარმოს ქმნის ვირტუალური ვალუტების ყიდვა-გაყიდვის მიზნით.

მაკდერმოტი ამბობს, რომ მისი საუბრები კლიენტებთან აჩვენებს, რომ ციფრული ვალუტა მხოლოდ წარმავალი აკვიატება არ არის. გასულ კვირას 850 ინსტიტუტის გამოკითხვის შედეგად, Goldman Sachs-მა დაადგინა, რომ ათიდან ერთი კრიპტოვალუტით ვაჭრობს და მხოლოდ 20% არ არის დაინტერესებული ამით.

”ინსტიტუციური მიღება გაგრძელდება, მიუხედავად მატერიალური ფასის ცვლილებისა, ამ სივრცის მიმართ მნიშვნელოვან ინტერესს ვხედავთ”,- აცხადებს Goldman Sachs-ის ციფრული აქტივების ხელმძღვანელი, მეთიუ მაკდერმოტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანჩალე ვორჩატი