
Netflix-ი სათამაშოების, თამაშებისა და ტანსაცმლის ბიზნესში შედის. Walt Disney-ის მსგავსად, კომპანია ეცდება პოპულარული შოუებისგან და პერსონაჟებისგან დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
სტრიმინგ პლატფორმა ახალი სერვისის შეთავაზებას Netflix.shop-ის სახით აპირებს, სადაც Netflix-ის შოუებისა და ფილმების კატალოგიდან გარკვეული პროდუქტები გაიყიდება. საწყისი ეტაპისთვის, Netflix-ი ანიმეებით ინსპირირებული პროდუქტების კოლექციას წარადგენს. სხვა შოუებთან დაკავშირებული პროდუქტები ამჟამად მუშაობის პროცესშია.
მერჩენდაიზინგში გადასვლა Netflix-ის ლოგიკური გაფართოებაა. სხვა მსხვილი სტუდიები მილიარდობით დოლარის დამატებით შემოსავალს იღებენ სათამაშოების, საკოლექციო მასალებისა და სხვა პროდუქტების გაყიდვით, რომლებიც პოპულარულ პერსონაჟებსა და შოუებს უკავშირდება. Disney-ის Star Wars-ის ფილმებმა და შოუებმა ამ ტიპის გაყიდვებით ათეულობით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა
Netflix-ის მიერ შეთავაზებულ თავდაპირველ პროდუქტებში შედის ქუჩის სტილის ტანსაცმელი და ფიგურები ანიმე სერიებიდან Yasuke და Eden, ასევე ტანსაცმელი და დეკორატიული ნივთები, რომელიც შოუ Lupin-ის მიერაა შთაგონებული.
Netflix-ის მაღაზია ჯერ აშშ-ში დაიწყებს ფუნქციონირებას, შემდეგ კი სხვა ქვეყნებშიც გაფართოვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობ გოლუმი