LIVE

Covid-19-ის დელტა ვარიანტი ჰოსპიტალიზაციის რისკს აორმაგებს

15 ივნ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 801
Covid-19-ის დელტა ვარიანტი ჰოსპიტალიზაციის რისკს აორმაგებს

ბრიტანეთში დაფიქსირებულ ალფა ვარიანტთან შედარებით, Covid-19-ის დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში აღმოაჩინეს, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის რისკს აორმაგებს.  

მკვლევრები აცხადებენ, რომ Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინები ადამიანებს დელტა ვარიანტისგან იცავენ. შოტლანდიაში ჩატარებული მასშტაბური კვლევით, Pfizer/BioNTech-ის პრეპარატი ვაქცინირებულებს შტამისგან უფრო მეტად იცავს.

ედინბურგისა და სტრატკლაიდის უნივერსიტეტების, ასევე, შოტლანდიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ Pfizer-ის ვაქცინა მეორე დოზის მიღებიდან 14 დღეში ალფა ვარიანტისგან 92%-ით, დელტასგან კი 79%-იან დაცვას უზრუნველყოფს. AstraZeneca-მ ამ ვარიანტების მიმართ 73% და 60%-იანი დაცვა აჩვენა. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მონაცემების ბუნებიდან გამომდინარე, ვაქცინების მაჩვენებლები ფრთხილად უნდა განიმარტოს. 

პროფესორი ტიმ სპექტორი, რომელიც კოვიდის სიმპტომებს სწავლობს, ამბობს, რომ დელტა ვარიანტით ინფიცირებულ ახალგაზრდები თავს ისე გრძნობენ, თითქოს “ცუდად გაცივდნენ”. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ისინი თავს ცუდად არ გრძნობდნენ, ისინი ინფექციას სხვებს გადასდებენ და მათ რისკის ქვეშ აყენებენ.

მკვლევრების თქმით, დიდ ბრიტანეთში კოვიდინფიცირებულებს ბოლო დროს ყველაზე ხშირად თავის ტკივილი, ყელის ტკივილი და სურდო აწუხებთ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატარინე გემელი