
ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline და ამერიკული კომპანია iTeos Therapeutics-ი შეთანხმდნენ, რომ შეიმუშავებენ და გაყიდიან სიმსივნის მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამჟამად კვლევის ადრეულ ეტაპზეა.
პოტენციური იმუნური თერაპიის შესაქმნელად GlaxoSmithKline ამერიკელ პარტნიორს $2.1 მილიარდს გადაუხდის. აქედან კომპანია წინასწარ $625 მილიონს მიიღებს, დარჩენილ $1.45 მილიარდს კი - მოგვიანებით.
GlaxoSmithKline-ს საქმიანობა მას შემდეგ გაფართოვდა, რაც 2017 წელს კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად ემა ვალმსლი დაინიშნა. კომპანია, რომელმაც 2015 წელს Novartis-ს კიბოს აქტივები მიჰყიდა, ახლა ბაზარზე სამ ონკოლოგიურ პრეპარატს ყიდის.
iTeos-სთან გარიგებიდან ერთ კვირაში, Glaxo გაასაჯაროებს დეტალებს კომპანიის ორად გაყოფის შესახებ, რაც სამომხმარებლო ობიექტის ცალკე ბიზნესად გამოყოფას გულისხმობს.
კომპანიები მომავალ წელს ასევე გეგმავენ EOS-448-ის სახელით ცნობილი მონოკლონური ანტისხეულისა და კიბოს აპრილში დამტკიცებული მედიკამენტ Jemperli-ს კომბინაციის ტესტირებას.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი