LIVE

Apple აშშ-ს მაღაზიებსა და ოფისებში პირბადის ტარების მოთხოვნას მოხსნის

16 ივნ 202115:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 369
Apple აშშ-ს მაღაზიებსა და ოფისებში პირბადის ტარების მოთხოვნას მოხსნის
Bloomberg

Apple აშშ-ს მაღაზიებში ვაქცინირებული მომხმარებლებისგან პირბადის ტარებას აღარ მოითხოვს. კომპანია კიდევ ერთი მთავარი საცალო მოვაჭრეა, რომელიც Covid-19-ის უსაფრთხოების პროტოკოლს  შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად შორდება.

ცვლილება ძალაში სამშაბათიდან შევა. როგორც ცნობილია, თანამშრომლებს მომხმარებლებისგან ვაქცინაციის მოწმობის მოთხოვნა არ დაევალებათ. Apple-ის თანამშრომლები კვლავ გააგრძელებენ მაღაზიებში პირბადის ტარებას, თუმცა მოთხოვნა პირბადეების ტარებაზე ასევე მოიხსნება კომპანიის აშშ-ს ოფისებში.

”აშშ-ში Covid-19-ის საპასუხოდ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით, გვინდა შეგატყობინოთ, რომ რამდენიმე ლოკაცია იწყებს მუშაობას მე-3 ფაზის პროტოკოლის შესაბამისად. ამ ფაზაში ფიზიკური დისტანცირების მოთხოვნებიც მსუბუქდება",- ნათქვამია მემორანდუმში.

Apple იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც პანდემიის დასაწყისში  ასობით მაღაზია დახურა და თანამშრომლებს დისტანციური მუშაობისკენ მოუწოდა.

კომპანიის პირბადის ტარების პოლიტიკის დაგეგმილი ცვლილება შეესაბამება კალიფორნიის შტატის ვადებს, რომელიც სამშაბათს გახსნის შტატს და ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვების უმეტესობას მოხსნის. Apple-მა  პირბადის ტარების მოთხოვნა ზოგიერთ სხვა ქვეყანაში უკვე შეამსუბუქა, მათ შორის ავსტრალიაში.

რამდენიმე სხვა საცალო მოვაჭრემ, მათ შორის Starbucks-მა, Walmart-მა, Costco-მ და Trader Joe-მ ცოტა ხნის წინ ასევე შეამსუბუქეს მოთხოვნები პირბადის ტარების შესახებ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი