LIVE

სომხეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა

08 ივნ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 768
სომხეთში ბოლო 24 საათში Covid-19-ით არავინ გარდაცვლილა
kovop58/Shutterstock

გასული ერთი წლის განმავლობაში სომხეთში დღეს პირველად, Covid-19-ით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა.

სომხეთის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შედეგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შემთხვევების რიცხვი 223 285-მდე გაიზარდა. სომხეთში Covid-19-ით გარდაცვალების 4463 შემთხვევა ფიქსირდება. სომხეთში 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 

რაც შეეხება საქართველოს, stopcov.ge-ის 8 ივნისის მონაცემებით, საქართველოში 1023 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით 17 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირების 350 428, ხოლო გარდაცვალების 4951 შემთხვევა ფიქსირდება.