LIVE

Biogen-ის ალცჰეიმერის პრეპარატი მკურნალობისთვის დამტკიცებულია

07 ივნ 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1233
Biogen-ის ალცჰეიმერის პრეპარატი მკურნალობისთვის დამტკიცებულია
RUBY WALLAU FOR STAT

Biogen-ის პრეპარატი ალცჰეიმერის თერაპიისთვის დამტკიცებულია. ეს თავის ტვინის მუშაობის დაქვეითების მკურნალობის პროცესში რევოლუციური ნაბიჯია.

ათწლეულების განმავლობაში მრავალი კომპანიის წარუმატებელი კვლევების შემდეგ, aducanumab გახდა FDA-ის მიერ დამტკიცებული ალცჰეიმერის სამკურნალო პირველი პრეპარატი.

ანტისხეულების თერაპია, რომელიც Aduhelm-ის სახელით გაიყიდება, ხსნის ამილოიდს, მავნე ცილას, რომელიც ახშობს პაციენტების ტვინს. 

“სააგენტომ დაასკვნა, რომ ალცჰეიმერით დაავადებულთათვის Aduhelm-ის სარგებელი აღემატება თერაპიის რისკებს”,- ნათქვამია FDA-ს განცხადებაში.

ბოლო წლების განმავლობაში ეს FDA-ს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სავარაუდოდ, სასიხარულო ამბავი იქნება ალცჰეიმერით დაავადებული მილიონობით ადამიანისა და მათი ოჯახის წევრებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რობერტ ლანგრეტი