LIVE

ბორის ჯონსონი ცვლილებების მოლოდინში

28 დეკ 202002:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 1402
ბორის ჯონსონი ცვლილებების მოლოდინში
Paul Grover/WPA Pool/Getty Images

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების შემდეგ ქვეყანაში დიდ ცვლილებებს ელიან. მისი თქმით, მთავრობას ქვეყნის განვითარების მკაფიო გეგმა აქვს. 

შეთანხმების შედეგად, 31 დეკემბრიდან ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობა ამოქმედდება. შეღავათები არ გავრცელდება მომსახურების სფეროზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის 80%-ს შეადგენს. 

გარიგების შედეგად, ბრიტანელ ბიზნესმენებს ევროკავშირთან ვაჭრობის დროს მეტი ბარიერი ექმნებათ, თუმცა ახლა ბრიტანეთის პარლამენტი ევროკავშირის წევრობის დროს არსებული შეზღუდვებისგან თავისუფალია. 

ჯონსონის განცხადებით, 1 იანვრამდე შეთანხმების ვერ მიღწევის საფრთხე რეალური იყო. მისი თქმით, გარიგება შედგა, რადგან ევროკავშირის მხრიდან მომლაპარაკებელმა პირებმა იცოდნენ, რომ ბრიტანეთი მტკიცედ მოქმედებდა. 

ჯონსონი მოლაპარაკებების შედეგით კმაყოფილია. მისი განცხადებით, ბრიტანეთმა მოახერხა თავიდან აერიდებინა მომავალში ევროკავშირის სტანდარტების შეუთავსებლობასთან დაკავშირებული საკითხები. თავის მხრივ, მსგავსი საფრთხე ევროკავშირის მიერ წარმოებულ პროდუქტსაც ემუქრებოდა. თუმცა ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთის მხრიდან მსგავსი რეგულაციების დაწესება არ განიხილება, ხოლო თუ ამას ევროკავშირი დაუშვებს, ის უნდა იყოს პროპორციული და არბიტრის მიერ დამტკიცებული. 

შეთანხმებას, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 30 დეკემბერს უყრიან კენჭს, მხარეებმა ბლოკის დატოვებამდე ერთი კვირით ადრე მიაღწიეს. სავაჭრო გარიგება ფულის კონტროლის ვალდებულებებს, საზღვრების რეგულირების ნორმებსა და თევზჭერის საკითხებს ითვალისწინებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ენდრიუ დევისი