LIVE

ბრაზილიაში Sinovac-მა მოსალოდნელზე მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

01 ივნ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1129
ბრაზილიაში Sinovac-მა მოსალოდნელზე მაღალი ეფექტიანობა აჩვენა

სერანა, ბრაზილიის პატარა ქალაქი, რომლის მოსახლეობა Sinovac Biotech-ის ვაქცინით აიცრა, Covid-19-ის აფეთქებისგან იმაზე მეტად დაცული აღმოჩნდა, ვიდრე ეს კლინიკური კვლევებით იყო მოსალოდნელი.  

მაშინ, როცა სერენას მეზობელ ქალაქებს პანდემია უტევდა, მასობრივი ვაქცინაციის ჩატარებიდან ხუთი კვირის შემდეგ, გარდაცვალების მაჩვენებელი 95%-ით, სიმპტომური ინფექციის შემთხვევები 80%-ით, ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 86%-ით შემცირდა. 

სერანაში სამიზნე ზრდასრული მოსახლეობის 95% აცრილია, რაც ნიშნავს, რომ 45 000 მოსახლიან ქალაქში 75%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო.

ვაქცინის მიღების შედეგად სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ ვაქცინირებულებში კოვიდთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

”ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინებით პანდემიის კონტროლი  შესაძლებელია. ეს გვიჩვენებს, რომ სკოლების გასახსნელად ბავშვების ვაქცინაცია საჭირო არ არის”,- ამბობს რიკარდო პალაციოსი, ბუტანტანის კვლევის დირექტორი და აღნიშნავს, რომ Covid-19-ის შემთხვევები ასევე შემცირდა ბავშვებში.

ბუტანტანის დირექტორის, დიმას კოვასის თქმით, ეს არის პირველი ამ ტიპის კვლევა მსოფლიოში. 

“ეს არის მთავარი მონაცემები, რომელიც გვიჩვენებს მოსახლეობაში ვაქცინაციის ეფექტს, რაც მთავრობას საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში დაეხმარება”- აღნიშნავს ის.

სან პაულოდან დაახლოებით 315 კილომეტრით დაშორებულ სერანას მიმდებარე ტერიტორიას ვაქცინის კვლევის დროს P1 ვარიანტი (ე.წ. ბრაზილიური შტამი) უტევდა, რის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ ვაქცინა შტამის მიმართ ეფექტიანია.

Serrana-ს კვლევამ შეიძლება წაახალისოს ჩინური ვაქცინის გამოყენება განვითარებად ქვეყნებში. ეს ასევე ამტკიცებს, რომ Sinovac-ის ვაქცინას რეალურ გარემოში შესაძლოა, კვლევებით დამტკიცებულ 50%-ზე უფრო მაღალი ეფექტიანობა ჰქონდეს.

Sinovac Biotech-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას, სახელწოდებით CoronaVac, ათეულობით ქვეყანაში იყენებენ. ამ დროისთვის მსოფლიოში ადმინისტრირებულია ვაქცინის 600 მილიონზე მეტი დოზა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია