LIVE

ფრანც კაფკას ხელნაწერები და პირადი წერილები ინტერნეტში გამოქვეყნდა

01 ივნ 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 943
ფრანც კაფკას ხელნაწერები და პირადი წერილები ინტერნეტში გამოქვეყნდა
MAX BROD ESTATE / NATIONAL LIBRARY OF ISRAEL

ინტენსიური რესტავრაციის, კატალოგიზაციისა და დიჯიტალიზაციის შემდეგ, ფრანც კაფკას დოკუმენტთა კრებული ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა.

გაციფრულებული კოლექცია მოიცავს კაფკას მოთხრობის “საქორწინო მზადება ქვეყანაში” სამ პროექტს, დღიურს და ასობით პირად წერილს, ესკიზებსა და სამოგზაურო ჟურნალებს.

MAX BROD ESTATE / NATIONAL LIBRARY OF ISRAEL

კაფკამ ესკიზების ხატვის ნიჭი უნივერსიტეტის პირველ კურსზე აღმოაჩინა. მისი ნახატები, პირველ რიგში, გროტესკული კარიკატურებია იმ ადამიანებისა, რომლებსაც ის ხვდებოდა.

კოლექცია ისრაელის ეროვნულ ბიბლიოთეკას მაქს ბროდმა დაუტოვა. კაფკას მეგობარმა, რომელსაც ავტორმა ნაწერების დაწვა 1920-იანი წლებში მიანდო, მაგრამ ბროდმა განადგურებაზე უარი თქვა და გამოაქვეყნა, რის შედეგადაც კაფკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მწერლად აღიარეს.

MAX BROD ESTATE / NATIONAL LIBRARY OF ISRAEL

ბროდის გარდაცვალების შემდეგ, 1968 წელს, კაფკას კოლექცია გაქრა და ეროვნული ბიბლიოთეკა კოლექციის გაერთიანების მიზნით 11-წლიან ბრძოლაში ჩაერთო.

გამომძიებლები დოკუმენტებს ეძებდნენ გერმანიაში, შვეიცარიასა და ისრაელში.

MAX BROD ESTATE / NATIONAL LIBRARY OF ISRAEL

კაფკა 1924 წელს, 41 წლის ასაკში, ტუბერკულოზთან შვიდი წლის ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

დაახლოებით 15 წლის შემდეგ ბროდი, ასევე ჩეხი ებრაელი მწერალი, იძულებული გახდა გაქცეულიყო ნაცისტების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან თელ-ავივში.

მას კაფკას ნაშრომები თან ჰქონდა, მოგვიანებით კი მრავალი მათგანის გამოქვეყნება დაიწყო.

ბროდის გარდაცვალების შემდეგ, კოლექცია თავის მდივანს, ესთერ ჰოფს დაუტოვა და სთხოვა, ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაეცა. ესთერ ჰოფი ზოგიერთ მათგანს თელ-ავივში, ზოგი კი ისრაელისა და შვეიცარიის საცავებში ინახავდა.

MAX BROD ESTATE / NATIONAL LIBRARY OF ISRAEL

ჰოფის გარდაცვალების შემდეგ, ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მის ქალიშვილებს თხოვნით მიმართა, პატივი ეცათ ბროდის ბოლო სურვილებისთვის და დარჩენილი ხელნაწერები მათთვის გადაეცათ. თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ საქმე სასამართლომ განიხილა და მისი გადაწყვეტილებით, ოჯახს დოკუმენტების ბიბლიოთეკისთვის გადაცემა დაევალა.

”ფრანც კაფკას გაზეთები შეუერთდებიან მილიონობით სხვა ნივთს, რომელიც ბოლო წლებში გამოვაქვეყნეთ ინტერნეტში, რადგან ჩვენი ძალისხმევაა შევინარჩუნოთ და გადავცეთ კულტურული ფასეულობები მომავალი თაობებს”, - თქვა ორენ ვეინბერგმა, ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა.