LIVE

ნიგერიის კომერციული ჰაბი Covid რეგულაციების დამრღვევებს ციხით ემუქრება

31 მაი 202113:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 465
ნიგერიის კომერციული ჰაბი Covid რეგულაციების დამრღვევებს ციხით ემუქრება
Bloomberg

ნიგერიის უდიდესმა ქალაქმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო, რომელიც დარღვევებისთვის მკაცრ ჯარიმებს, მათ შორის თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს.

ახალი კანონის თანახმად, ლაგოსის შტატის გუბერნატორს შეუძლია კარანტინში მოათავსოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი პერიოდის განმავლობაში.

"სანქციები, რომლებიც დამრღვევ პირებს ემუქრებათ 500,000 ნაირამდე ($1,220) ჯარიმას ან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს", - განაცხადა ჯანდაცვის სახელმწიფო კომისარმა, აკინ აბაიომმა.

აბაიომმა ასევე დასძინა, რომ საერთაშორისო მგზავრებს, რომლებიც შეცდომაში შემყვან ინფორმაციას გაავრცელებენ ან პროტოკოლს დაარღვევენ, შესაძლოა, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმები დაემუქროთ. ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და თურქეთიდან მოგზაურებს კი, რომლებიც უარს იტყვიან იზოლირებაზე, პასპორტი გაუუქმდებათ მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში. შესაძლოა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციაც მოხდეს.

სახელმწიფომ 318 916 ადამიანი AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით აცრა. მიზანი 14 მილიონის ვაქცინაცია იყო. ნიგერიის კომერციულმა დედაქალაქმა დაახლოებით ნახევარი მილიონი Covid-19-ის ტესტი ჩაატარა, გასული პარასკევის მონაცემებით, 356 გარდაცვლილი და 274 აქტიური შემთხვევაა დაფიქსირებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტოპე ალაკი