LIVE

OPEC-ის გარეთ ნავთობის წარმოება მოთხოვნასთან ერთად ვეღარ იზრდება

30 მაი 202117:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 665
OPEC-ის გარეთ ნავთობის წარმოება მოთხოვნასთან ერთად ვეღარ იზრდება
Bloomberg

ათწლეულების განმავლობაში პირველად, ნავთობკომპანიები ნავთობის მზარდი ფასების პარალელურად, წარმოების გაზრდას არ ჩქარობენ, მიუხედავად იმისა, რომ Brent-ის ტიპის ნავთობი $70-ს უახლოვდება.

ნავთობპროდუქტების ინდუსტრია შეზღუდულია Wall Street-ის ინვესტორებისგანაც, რომლებიც ითხოვენ, რომ კომპანიებმა ნაკლები დახარჯონ მოპოვებაზე და უფრო მეტი თანხა დაუბრუნონ აქციონერებს, ხოლო კლიმატის ცვლილების აქტივისტები წიაღისეული საწვავის წინააღმდეგ იბრძვიან.

გასულ კვირას ინდუსტრიაში განვითარებული დრამატული მოვლენები მხოლოდ ამატებს შესაძლებლობას, რაც OPEC+- ის მწარმოებლებს არსებული სიტუაციით ექმნებათ, კოალიციას უფრო მეტი მანევრის შესაძლებლობას აძლევს საკუთარი წარმოების აღსადგენად. იმის გამო, რომ OPEC-ის არაწევრები ვერ აღადგენენ წარმოებას ისე სწრაფად, როგორც ბევრი ამას ელოდა, კარტელი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მარაგის გაზრდას 1-ლი ივნისის შეხვედრის შემდეგ.

2021 წლის შემდეგ, ნავთობპროდუქტების წარმოება, სავარაუდოდ, გაიზრდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ბრაზილიაში, კანადაში და ახალ ნავთობმწარმოებელ გაიანაში. თუმცა, წარმოება შემცირდება სხვაგან - ბრიტანეთში, კოლუმბიაში, მალაიზიასა და არგენტინაში.

რადგან OPEC+-ის მიღმა წარმოება ნავთობზე არსებული მოთხოვნის ქვემოთ იზრდება, კარტელი ბაზარს გააკონტროლებს. ეს წარსული გამოცდილებიდან დიდი გადახვევაა, როდესაც ნავთობკომპანიები გაზრდილ ფასებს გაზრდილი წარმოებით პასუხობდნენ, OPEC-ის მიღმა წარმოების ბუმს და ბალანსს უწყობდნენ ხელს.

ჯერჯერობით, OPEC+ -ის მიღმა ნავთობის მოპოვების შემცირება ბაზარზე არ იგრძნობა, რადგან Covid-19-ის პანდემია აგრძელებს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის შეზღუდვას. თუმცა, ეს შეიძლება უფრო შესამჩნევი იყოს ამ წლის ბოლოს და 2022 წელს. იმ დროისთვის, Covid-19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიები, სავარაუდოდ, გამოიღებს ნაყოფს და მსოფლიოს მეტი ნავთობი დასჭირდება. ირანის მოსალოდნელი დაბრუნება ბაზარზე უზრუნველყოფს მოთხოვნის გარკვეული ნაწილის დაკმაყოფილებას, მაგრამ, სავარაუდოდ, მეტის საჭიროება დადგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰავიერ ბლასი