Circle Internet Financial-ი, ციფრული აქტივების ერთ-ერთი ფირმაა, რომელიც ე.წ stablecoin-ის USDC-ის უკან დგას. USDC დოლართან მიბმულია და ზუსტად ამიტომ შესაძლოა, ის კონსერვატიული ინვესტორებისთვის ბიტკოინის ალტერნატივა გახდეს. ეს ინვესტორები კრიპტო სამყაროსგან კიდევ ერთ შეთავაზებას მიიღებენ- გააჩერეთ თქვენი ფულადი კაპიტალი USDC-ში და მიიღეთ ყოველწლიურად 7%-იანი სარგებელი, მაღალპროდუქტიული ანგარიშების საშუალებით.
იდეა შეიძლება მოეწონოს ზოგიერთ ხაზინადარს, რომლებიც თავდაპირველად კრიპტოვალუტის მიღწევებით მოიხიბლნენ, განსაკუთრებით აპრილის შუა რიცხვებიდან ბიტკოინის დაახლოებით 40%-იანი შემცირების შემდეგ. სტაბილური მონეტები, როგორიცაა USDC, უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ შეინარჩუნონ სიმყარე კრიპტო ფასების ცვალებადობის დროს, რაც მიანიშნებს, რომ ისინი მომავალში რეალური ფასეულობის საცავად იქცევიან. თუმცა, ციფრული ბაზრის ყველა გრძელვადიანი დამკვირვებელი ამაში დარწმუნებული არ არის.
Circle-ის პროგრამა ასე მუშაობს: ხაზინადარი გახსნის ციფრულ დოლარში ანგარიშს, სადაც კომპანიის კონვენციური ფული დაკონვერტირდება USDC-ში და პროცენტი გადაიხდება ასევე USDC-ით. სარგებელი წარმოიქმნება Circle-ს მიერ ციფრული დოლარის გასესხებით ინსტიტუციურ ინვესტორების ქსელზე, რომლებიც მზად იქნებიან გადაიხადონ პროცენტი დამატებითი კაპიტალის მისაღებად.
კომპანიები ანგარიშს გახსნისას მიიღებენ მოგებას, საბანკო ანაბრის მსგავსად. Circle-ი კრიტო ინვესტორებისთვის ვადიანი ანგარიშების შეთავაზებას გეგმავს, რომელთა ხანგრძლივობაა ერთი თვედან ერთ წლამდე იქნება და დაუშვებელს გახდის თანხის ადრეულ გატანას. ხელმისაწვდომი განაკვეთები ყოველკვირეულად განახლდება, რაც თავის მხრივ, დამოკიდებული იქნება USDC-ში სესხების მოთხოვნაზე.
კრიპტო სფეროს მიღმა მყოფი რამდენიმე კომპანიისთვის, რომელიც MicroStrategy-ს, Tesla-ს და დორსის Square-ს მიყვებიან ბიტკოინში, Circle იმედოვნებს, რომ ე.წ stablecoin-ები შეიძლება იყოს შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი. კომპანია ასევე თანამშრომლობს Genesis Global Capital-თან, ერთ-ერთ უდიდეს კრიპტო კრედიტორთან.
"სერვისი პირველად ხელმისაწვდომი აშშ-სა და შვეიცარიაში გახდება", - განაცხადა ინტერვიუში Circle-ის გენერალურმა დირექტორმა ჯერემი ალეერმა. Circle-ის თანახმად, ათასობით ბიზნესი უკვე USDC-ის მოლოდინშია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ოლგა ხარიფი