
Apple მისი საბაზისო დონის AirPods-ის და მეორე თაობის AirPods Pro-ს განახლებისთვის ემზადება. პირველი თაობის მოდელი წელს, ხოლო AirPods Pro მომავალი წლისთვის განახლდება.
AirPods-ის საწყისი მოდელისთის ეს პროდუქტის პირველი განახლება იქნება 2019 წლის მარტის შემდეგ. კომპანია საბაზისო მოდელს დაამატებს ახალ დიზაინს, რომელიც ძირითადად AirPods Pro-ს ანარეკლი იქნება. ყურსასმენებს უფრო მოკლე ქვედა ნაწილი ექნება და მოყვება ახალი ქეისი. რაც შეეხება AirPods Pro-ს მომავალ წელს მომავალი ამ პროდუქტის პირველი ცვლილება იქნება 2019 წლის ოქტომბრის შემდეგ და მოძრაობის განახლებულ სენსორებს მოიცავს, რაც მის ფიტნეს ფუნქციას გააუმჯობესებს.
ახალი AirPods Pro-სთვის, Apple ასევე განიხილავს უფრო მცირე ზომის დიზაინს, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ყურსასმენების ქვედა ნაწილს.
სახლის, აუდიოსა და აქსესუარების მიმართულებით Apple-მა ასევე დაიწყო HomePod დინამიკის ადრეული ეტაპის განვითარება, რომელსაც ჩამონტაჟებული ეკრანი და მოწყობილობა ექნება და HomePod-ის, FaceTime-ის კამერისა და Apple TV-ის მახასიათებლებს გააერთიანებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ გურმანი