LIVE

დიდმა ბრიტანეთმა J&J-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა

28 მაი 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 722
დიდმა ბრიტანეთმა J&J-ის ვაქცინა გამოყენებისთვის დაამტკიცა
Mario Tama/Getty Images

დიდმა ბრიტანეთმა Johnson & Johnson-ის ვაქცინას ლიცეზია მისცა. ის ერთი დოზის მქონე პირველი ვაქცინაა, რომელმაც ბრიტანელი მარეგულირებლის თანხმობა მიიღო.

J&J ბრიტანეთში მეოთხე ავტორიზებული ვაქცინაა, თუმცა მისი გამოყენება თავდაპირველად შეიძლება შეიზღუდოს, რადგან მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უკვე მიიღო ერთი ვაქცინის დოზა.

J&J-ის ვაქცინას ყურადღებით აკვირდებოდნენ, რადგან ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც ერთი დოზით მოქმედებს. დიდმა ბრიტანეთმა დააფინანსა კომპანიის გლობალური კლინიკური კვლევები და შეიძინა 30 მილიონი დოზა. შეერთებულმა შტატებმა ვაქცინა თებერვლის ბოლოს დაამტკიცა, ევროკავშირმა კი მარტში.

ვაქცინის გამოყენებაზე კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ძალიან იშვიათ თრომბებთან დაკავშირდა და ვაქცინის გამოყენება დროებით შეჩერდა შეერთებულ შტატებში. ევროპის წამლების სააგენტომ აპრილში დაადასტურა, რომ შესაძლო კავშირი არსებობს, მაგრამ აღნიშნა, რომ სარგებელი რისკებს აჭარბებს. თრომბოემბოლიის შემთხვევებს უკავშირდება AstraZeneca-ს ვაქცინაც, რომელიც ასევე ადენოვირუსზე დაფუძნებული ვაქცინაა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი