
აბუ დაბის კერძო კომპანია მზის ენერგიაზე მომუშავე წყალბადის და ამიაკის ქარხნის ასაშენებლად $1 მილიარდზე მეტს დახარჯავს. ინვესტორები და მთავრობები ახლო აღმოსავლეთში ემისიებისგან თავისუფალი ენერგიის მოსაპოვებლად ძალისხმევას აძლიერებენ.
ობიექტი განთავსებული იქნება Khalifa-ს ინდუსტრიულ ზონაში და მას Helios Industry ააშენებს. პროექტი საწყის ეტაპზე 100 მეგავატ მზის ენერგიას მოიცავს, თუმცა მომავალში ამას 800 მეგავატამდე გაზრდის.
ქარხანა წელიწადში 40,000 ტონა მწვანე წყალბადს აწარმოებს, რომლიდანაც 200,000 ტონა ამიაკი მიიღება. დუბაიმ, ომანმა და საუდის არაბეთმა ასევე განაცხადეს მწვანე წყალბადის წარმოების გეგმების შესახებ.
წყალბადს, რომელიც წვის შედეგად მხოლოდ წყლის ორთქლს გამოყოფს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნავთობიდან და გაზიდან სუფთა საწვავზე გადასვლისთვის. ამისთვის საჭირო ტექნოლოგია ჯერ კიდევ ძვირია, თუმცა იგი სავარაუდოდ დარჩება მცირე ბაზრად მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
აბუ დაბის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ, რომელიც Adnoc-ის სახელითაა ცნობილი, ამ კვირაში გამოაცხადა გეგმა ლურჯი ამიაკის განვითარების შესახებ. ის ბუნებრივი გაზის წყალბადად გადაქცევის შედეგად წარმოიქნება, ნახშირორჟანგის გამოყოფის შეკავების გზით.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვერიტი რედკლიფი