LIVE

ილონ მასკი Starlink-ის გასაჯაროებას გეგმავს

25 დეკ 202016:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1732
ილონ მასკი Starlink-ის გასაჯაროებას გეგმავს

მილიარდერი ილონ მასკი არ გამორიცხავს, რომ Starlink-ის და SpaceX-ის აქციები ბირჟაზე განათავსოს, მას შემდეგ, რაც ამ კომპანიების შემოსავლის ზრდა ხელშესახები იქნება. 

"უფრო სავარაუდოა, რომ Starlink-ი საჯარო კომპანია გახდეს," განმარტა მან საკუთარ ტვიტში.

მასკის კომპანიამ უკვე 240-ზე მეტი სატელიტი გაუშვა კოსმოსში იმ მიზნით, რომ Starlink-მა კოსმოსიდან უზრუნველყოს მოსახლეობა ინტერნეტით. კომპანიის აქციების ბირჟაზე განთავსება ინვესტორებს შანსს მისცემდა, ფული დაებანდებინათ ერთ-ერთ ყველაზე იმედის მომცემ პროექტში. 

ამასთან, მილიარდერი ამ ეტპაზე, Tesla-ს პრივატიზაციას გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ აქვს სურვილი, მეტი დრო დაუთმოს ინოვაციურ პროექტებს.

საკუთარ ტვიტში მან განმარტა, რომ დროის ოპტიმიზაცია სჭირდება იმისთვის, რომ მეტად ფოკუსირდეს ინოვაციებზე.
 
"ინჟინერია, დიზაინი და კომპანიის ზოგადი ოპერაციები ჩემი გონებრივი რესურსის მაქსიმუმს მოითხოვს და მნიშვნელოვნად მიზღუდავს შესაძლებლობას მეტი გავაკეთო," განაცხადა მასკმა. 

Tesla-ს აქციები, რომლებიც უკვე S&P 500 ინდექსის ნაწილია, მიმდინარე წელს რვაჯერ გაიზარდა. ასეთმა ზრდამ კომპანიის ინვესტორების ნაწილი მილიონერებად აქცია, ხოლო თავად მასკის ქონება 132 მილიარდი დოლარით გაზარდა, თითქმის 160 მილიარდ დოლარამდე, რის შედეგადაც ის ახლა მსოფლიოს ნომერ მეორე უმდიდრესი ადამიანია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნილუკსი კოსვანაგი