LIVE

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

25 მაი 202112:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა
ALEX BRANDON

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფა და დაზარალებული პალესტინის აღდგენაა.

დაგეგმილია შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან, შემდეგ კი სახელმწიფო მდივანი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში გაემგზავრება და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. 

აშშ-ის სურვილი დაზარალებული ღაზას სექტორის აღდგენაა, თუმცა პროცესი ყოველთვის რთულდება, რადგან ისრაელსა და დონორ ქვეყნებს არ სურთ ფული ან მასალები ჰამასის ხელში აღმოჩნდეს. ორშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ აშშ ეძებს გზებს, რომ პალესტინის ხელისუფლებამ გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად მოძებნოს გამოსავალი.

ენტონი ბლინკენი ოთხშაბათს კაიროსა და ამანში გაემგზავრება. დაგეგმილია შეხვედრა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ სისისს და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აიმან საფადისთან.

ისრაელსა და ღაზას სექტორში 11-დღიანი საბრძოლო მოქმედებები ეგვიპტის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიქ უადამსი