LIVE

რას იმეორებს კრიპტო ბაზარი 2017 წლის დიდი დაცემიდან

25 მაი 202110:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1260
რას იმეორებს კრიპტო ბაზარი 2017 წლის დიდი დაცემიდან
Bloomberg

ბიტკოინს, ეთერიუმს და სხვა კრიპტოვალუტებს ცუდი კვირა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია პროგნოზირება, თუ რა იქნება შემდეგი, ფასების ამ ვარდნასა და 2017 წლის ვარდნას ორი დიდი მსგავსება აქვს.

პირველი მსგავსებაა, რომ ბიტკოინის ბოლო პიკი ინსტიტუციონალური მიღების მნიშვნელოვან ეტაპს დაემთხვა. ბიტკოინმა წელს პიკს Coinbase-ის საჯარო შეთავაზების დღეს, 14 აპრილს მიაღწია, მისი ფასი $65 000 დოლარამდე ავარდა, რაც ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.

2017 წელს ბიტკოინმა პიკს 17 დეკემბერს მიაღწია, როდესაც CME-მ ბიტკოინის ფიუჩერსების შეთავაზება დაიწყო, რაც იმ დროს ასევე მნიშვნელოვანი ინსტიტუციური ეტაპი იყო.

სხვა მნიშვნელოვანი განმეორებითი მოვლენა ის არის, რომ ბიტკოინის აღმასვლას სხვა კრიპტოვალუტების ბუმი მოჰყვება ხოლმე.

უკანასკნელ ციკლს რომ დავუბრუნდეთ, ბიტკოინმა პიკს 2017 წლის დეკემბერში მიაღწია, მაგრამ სხვა მონეტებმა პიკს იანვარში მიაღწიეს.

მაგალითად, თქვენ ხედავთ, რომ XRP (ცნობილი როგორც Ripple) პიკს მას შემდეგ აღწევს ხოლმე, რაც ბიტკოინი უკვე კლებაზე გადადის.

მსგავსი ამბავია ამჯერადაც. ბიტკოინმა პიკს ერთი თვის წინ მიაღწია, სხვა მონეტებმა კი რამდენიმე დღის შემდეგ.

როგორც ჩანს, კრიპტო ციკლებს გარკვეული შაბლონები ახასიათებთ. კრიპტო ინვესტორები ხშირად ბიტკოინით იწყებენ, ბოლოს კი მთლიანად ალტერნატიულ მონეტებზე გადადიან, როდესაც ბიტკოინით ვაჭრობა მათთვის ხიბლს კარგავს.

გარდა ამისა, არსებობს ასევე მიმღებლობის ციკლები (როდესაც ტრადიციული ფინანსების ხალხი მიდის კრიპტოში) და ამიტომ გასაკვირი არ არის კრიპტო პიკების დიდ ინსტიტუციურ ეტაპებთან დაკავშირება (ფიუჩერსების გაშვება, IPO და ა.შ.).

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯო ვაინსალი