ცხოველთა უფლებების აქტივისტებმა დიდ ბრიტანეთში McDonald's-ის 1,300-მდე რესტორანს ბურგერების მიწოდება დაუბლოკეს. ვეგანი აქტივისტები ამ გზით ცდილობენ დაარწმუნონ სწრაფი კვების გიგანტი მიიღოს მთლიანად მცენარეული მენიუ.
Animal Rebellion-ის 50-მა აქტივისტმა დიდი ბრიტანეთში კომპანიის ოთხივე მიწოდების ცენტრი დაბლოკა. ორგანიზაციამ ამისთვის სატვირთო მანქანები და ბამბუკის კონსტრუქციები გამოიყენა. ჯგუფი პროტესტის გაგრძელებას ადგილზე მინიმუმ 24 საათის განმავლობაში აპირებს.
BREAKING NEWS (pls share!). Around 50 Animal Rebellion activists are *right now* blockading @McDonaldsUK entire UK distribution network to its 1300 UK restaurants for its role in the climate emergency, #Amazon deforestation, and animal suffering. We must switch to #plantbasedfood pic.twitter.com/jaZJOTmG1N
— Animal Rebellion (@RebelsAnimal) May 22, 2021
"McDonald's-ი მხოლოდ სიმბოლოა ბევრად უფრო დიდი პრობლემის- ცხოველების მეურნეობის მთლიანი ინდუსტრიის. ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ეს საპროტესტო აქციები გლობალური კლიმატის კრიზისში ცხოველთა მეურნეობის ინდუსტრიის მონაწილეობის გამოძახილია",- აცხადებს Animal Rebellion-ი
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აგნიესკა დე სუსა