LIVE

ლუკაშენკო სამართალდამცავებს აქციებზე იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს

17 მაი 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1146
ლუკაშენკო სამართალდამცავებს აქციებზე იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს
AP/Scanpix

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა კანონს უსაფრთხოების ძალების უფლებამოსილების გაფართოების შესახებ, მათ შორის საპროტესტო აქციებზე. 

სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა მიიღეს სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის გამოყენების უფლება არეულობების დასაშლელად. ამავე დროს, უსაფრთხოების ძალები “არ აგებენ პასუხს [ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებების, იარაღის, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის] გამოყენების შემთხვევაში”, თუ ისინი გამოყენებულ იქნა კანონის შესაბამისად.

უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს ასევე მიეცათ უფლება, აუკრძალონ ხალხს ვიდეოებისა და ფოტოების გადაღება, მათ შორის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკავებისას, თანამშრომლებს შეეძლებათ ჩაატარონ პირადი და ავტომობილის ჩხრეკა.

კანონი აფართოებს უსაფრთხოების ჩინოვნიკების ჩამონათვალს, რომლებიც სახელმწიფო დაცვის ქვეშ ექცევიან. მასში შედიან სამხედრო მოსამსახურეები, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, აგრეთვე “სხვა პირები, რომლებიც ეხმიანებიან მათი უსაფრთხოების ხელყოფას” და მათი ახლობლები. 

2020 წლის 9 აგვისტოს ბელორუსში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. ცესკომ გამარჯვებულად ალექსანდრე ლუკაშენკო გამოაცხადა, მისმა კონკურენტმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და მისმა მომხრეებმა არ ცნეს კენჭისყრის შედეგები. ამის შემდეგ მთელ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები და გაფიცვები დაიწყო. საპროტესტო აქციებს თან ახლავს სასტიკი დაკავებები, წამებისა და გაუპატიურების შემთხვევები წინასწარი დაკავების იზოლატორებსა და ცენტრებში.