LIVE

Amazon-ი ინდოეთს ჟანგბადის კონცენტრატორებით მომარაგებაში დაეხმარება

16 მაი 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 759
Amazon-ი ინდოეთს ჟანგბადის კონცენტრატორებით მომარაგებაში დაეხმარება
Bloomberg

Amazon.com და Greenko Group-ი, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი განახლებადი ენერგიის კომპანია, ქვეყნის ჟანგბადის კონცენტრატორებით მომარაგებას აძლიერებენ. ქვეყანა სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტს განიცდის, რამაც მრავალი ადამიანი იმსხვერპლა კორონავირუსის მსოფლიოს ყველაზე უარესი კრიზისის ფონზე.

ამერიკული ელექტრონული კომერციის გიგანტი თავისი საბაზრო სივრცის გამყიდველებთან თანამშრომლობს, რათა დაეხმაროს მათ ინდოეთისთვის დაახლოებით 9000 ჟანგბადის კონცენტრატორის მიწოდებაში. პირველი პარტია 1000 ჟანგბადის კონცენტრატორს მოიცავს და ხელმისაწვდომია შესაძენად, დანარჩენს კი მაისის მეორე ნახევარისთვის ელოდებიან.

სამხრეთ აზიის ერმა, რომელიც Covid-19 ინფექციების  მეორე სასტიკი ტალღის პერიოდშია, პორტატულ ჟანგბადის აპარატებზე მოთხოვნის მოზღვავება განიცადა, რადგან ინდოეთის ჯანდაცვის დაწესებულებები გადათვირთულია და კრიზისს ვეღარ უძლებს.

ინდოეთმა ამ თვის დასაწყისში ჟანგბადის აპარატებზე იმპორტის გადასახადი 20,4%-ით დაწია, მას შემდეგ რაც მარეგულირებლებმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღჭურვილობისა და მედიკამენტების საჭიროების ადგილამდე მიღწევას ხელი შეუშალეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ანირბან ნაგი