
საფრანგეთი აპირებს შეაჩეროს გაერთიანებული სამეფოს ფინანსური კომპანიების ევროპულ ბაზარზე შესვლა მანამ, სანამ ბრიტანეთის მთავრობა შეასრულებს Brexit-ის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს თევზჭერის უფლებებთან დაკავშირებით.
Bloomberg-ის ანონიმური წყაროს ინფორმაციით, საფრანგეთის ოფიციალური პირები ცდილობენ შეაჩერონ მარეგულირებელი თანამშრომლობის ხელშეკრულება ფინანსების შესახებ, როგორც ბრიტანეთზე ზეწოლის ფართო მცდელობის ნაწილი.
ურთიერთგაგების არასავალდებულო მემორანდუმი იქნება პირველი ნაბიჯი სამომავლო თანამშრომლობისკენ და გზას გაუხსნის დიდი ბრიტანეთის კომპანიების ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
ფრანგები მზად არიან, შეასრულონ პოსტ-Brexit სავაჭრო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რადგან ჩრდილოეთით პორტებში არეულობა მოხდა ბრიტანეთის წყლებში თევზაობის გაგრძელების ლიცენზიის მიღების შეფერხების გამო.
მემორანდუმის ამოქმედებამდე, ევროკავშირის 27-მა წევრმა მას ხელი უნდა მოაწეროს. პროცესი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაიწყება.
დაძაბულობამ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის პიკს გასულ კვირას მიაღწია, როდესაც ორივე ქვეყნის საზღვაო ძალების გემები გაგზავნეს ბრიტანეთის კუნძულ ჯერსში, საფრანგეთის სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით, სადაც ათობით ფრანგულმა ნავმა მოაწყო პროტესტი. მიუხედავად იმისა, რომ გაბრაზებული მეთევზეები ნავსადგურში დაბრუნდნენ და საფრანგეთსა და ჯერსის შორის მოლაპარაკებები განახლდა, საფრანგეთი აცხადებს, რომ მრავალი ეკიპაჟი ჯერსიის წყლების ხელახლა გახსნის ლიცენზიას ჯერ კიდევ ელოდება.
თევზჭერის უფლებების შესახებ მოლაპარაკებები იყო გასულ წელს მხარეებს შორის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე სადავო ელემენტი. ევროკავშირი აცხადებდა, რომ ეტაპობრივად მიიღებოდა ეკვივალენტობის შესახებ გადაწყვეტილებები, რომლებიც აღადგენდა სავაჭრო უფლებებს ბრიტანული კომპანიებისთვის.
მარტის ბოლოს დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ ტრანსსასაზღვრო ფინანსური ბაზრების ხელმისაწვდომობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ეკვივალენტების მიწოდება, რაც ბრიტანულ ფინანსურ კომპანიებს საშუალებას მისცემს, ევროპაში აწარმოონ ბიზნესი, დამოუკიდებელი და ცალმხრივი პროცესია, ურთიერთგაგების მემორანდუმი დაეხმარება ამ პროცესის დაჩქარებას.
მას შემდეგ, რაც Brexit-ი ძალაში შევიდა, ლონდონის ფინანსურმა კომპანიებმა მეტწილად ვერ შეძლეს ბლოკში ოპერირება, რამაც აიძულა ისეთი ბანკები, როგორიცაა JPMorgan Chase და Goldman Sachs Group, გადაეტანათ მილიარდობით დოლარის აქტივები და ათასობით თანამშრომელი ევროპის კონტინენტზე.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანია ნუსბაუმი და სილა ბრაში