LIVE

მასკი: გინდათ Tesla-მ Doge გადახდის ფორმად მიიღოს?

11 მაი 202115:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1419
მასკი: გინდათ Tesla-მ Doge გადახდის ფორმად მიიღოს?

Twitter-ზე ელონ მასკის კითხვის შემდეგ, უნდა მიიღოს თუ არა Tesla-მ Dogecoin-ი გადახდის ფორმად, კრიპტოვალუტის ღირებულება 46 ცენტიდან 54 ცენტამდე გაიზარდა.

მასკმა, რომელიც Shiba Inu-ს მონეტის დიდი ხნის გულშემატკივარია, Twitter- ზე გამოაქვეყნა კითხვა - "გინდა Tesla-მ Doge მიიღოს?" დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში, პოზიცია 750 000-მა ადამიანმა დააფიქსირა.

სიდიდით მეოთხე კრიპტოვალუტა განსაკუთრებით არასტაბილური აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გასულ კვირას "Saturday Night Live"- ​​ზე ხუმრობით Dogecoin-ს აფიორა უწოდა. 

Doge-ის საბაზრო კაპიტალიზაცია SNL-ის სკეტჩის შემდეგ $95 მილიარდიდან $67 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: იაკობ პეტერსეილი