ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, Covid-19 ვაქცინების ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნისკენ, განვითარებადი ქვეყნების უკიდურესი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, სანამ დაიწყებენ რთულ დისკუსიებს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა პატენტის გაუქმებამ გაზარდოს მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში.
7-8 მაისს, პორტუგალიაში შეკრების შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და იტალიის პრემიერმა მარიო დრაგიმ ერთხმად მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტს, რათა ევროკავშირის პრაქტიკა გაიმეოროს და ვაქცინების დიდი ოდენობით ექსპორტი დაიწყოს. მათი პოზიციის თანახმად, ნებისმიერი პატენტის გაუქმება მხოლოდ გაზრდის მიწოდებას გრძელვადიან პერსპექტივაში და მსოფლიოს უფრო სწრაფი რეაგირება სჭირდება.
”იმედი მაქვს, რომ ახლა, როდესაც ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილი აცრილია, დავიწყებთ კომპონენტების უფასო გაცვლას და ვაქცინების ბაზრის გახსნას”, - განაცხადა მერკელმა. „ევროპას ყოველთვის აწარმოებდა საკუთარი პროდუქციის დიდი ნაწილის ექსპორტს მსოფლიოში და ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენა უნდა გახდეს”.
ევროკავშირში ვაქცინების მწარმოებლებმა ექსპორტზე გაუშვეს მათ მიერ წარმოებული 400 მილიონი აცრიდან დაახლოებით ნახევარი, ხოლო აშშ-მა, ადგილობრივად წარმოებული თითქმის ყველა დოზა დაასაწყობა. აშშ-მა, უკვე სრულად აცრა საკუთარი მოსახლეობის მესამედი, ხოლო ინდოეთში, სადაც ვირუსი მძვინვარებს, მოსახლეობის მხოლოდ 2,5% არის სრულად იმუნიზებული.
აშშ-მა მექსიკასა და კანადაში გაგზავნა AstraZeneca-ს 4,2 მილიონი აცრა, რომლებიც აშშ-ში გამოყენებისთვის არ არის ნებადართული და განაცხადა, რომ ივნისის ბოლოს დამატებით 60 მილიონი დოზის გაგზავნას გეგმავს. AstraZeneca-ს ვაქცინა, აშშ-ში უსაფრთხოების შემოწმებას გადის. Pfizer-მა ასევე დაიწყო აშშ-ში წარმოებული ვაქცინების საზღვარგარეთ გაგზავნა, მაგრამ ცნობილი არაა გაგზავნილი დოზების რაოდენობა, ან მიმღები ქვეყნები.
„ევროკავშირი ერთადერთი კონტინენტური, დემოკრატიული რეგიონია დედამიწაზე, რომელიც ექსპორტს ახორციელებს მსხვილი მასშტაბით”, - თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 7 მაისს აშშ და დიდი ბრიტანეთი გააკრიტიკა, ვაქცინებისა და მათი დამზადებისთვის საჭირო მასალების ექსპორტის დაბლოკვის გამო.
ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ აშშ-ის პოზიცია ვაქცინების სიმცირის პრობლემას მოაგვარებს. მათი თქმით, ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მიწოდებას შეამცირებდა. ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შეიძლება გაგრძელდეს მრავალი თვის მანძილზე, ან უფრო გრძელი ვადით.
ამის ნაცვლად, პრიორიტეტი უნდა იყოს წარმოების შესაძლებლობების გაზრდა მიწოდების ჯაჭვების გათავისუფლებით, ძირითადი საშუალებებისა და ინგრედიენტების ექსპორტით, განაცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მნიშვნელოვანია, რომ მათ კომპანიები უნდა დააკავშირონ პატენტებთან, რათა ვაქცინის წარმოება მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის პირობებში და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჟოაო ლიმა, არნე დელფსი და ვიქტორია დენდრინუ